GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

27 მაისი, 202614:42
20 ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამის“ საქმე, რომელიც საიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო, REDRESS-ის სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეთა სახელმძღვანელოში შევიდა მსოფლიოს მასშტაბით სხვა 25 გამორჩეულ საქმესთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა რეგიონული მექანიზმის, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისა თუ სპეციალური პროცედურების ქვეშ იყო ნაწარმოები და რომლებიც ეხებოდა წამების აკრძალვასა და გამოხატვის თავისუფლებას. საქმეთა სია მოიცავს გადაწყვეტილებებს 2006 წლიდან 2025 წლის ჩათვლით.

სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ „ამ საქმემ („ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“) განავითარა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა იმაზე, როგორ გამოიყენონ სამართალდამცავებმა იარაღი საპროტესტო აქციების დროს, განსაკუთრებით – კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვები (როგორიცაა რეზინის ტყვიები). სასამართლომ განსაზღვრა ასეთი ჭურვების გამოყენების მინიმალური მოთხოვნები და შეაჯამა ნაკლებად ლეტალური იარაღის (LLW) რეგულირების ძირითადი პრინციპები, რითაც გაამკაცრა ევროპის ადამიანის უფლებათა სტანდარტები პოლიციის მიერ დემონსტრაციების მართვასთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლომ ეს საქმე გამოიყენა იმისთვის, რომ საერთაშორისო რბილი სამართლის (Soft Law) სტანდარტები კინეტიკური ჭურვების შესახებ მიუსადაგოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) მოთხოვნებს, რაც ამ სტანდარტებს უფრო შესრულებადს ხდის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების სრული გავლენა ჯერ უცნობია, ის, დიდი ალბათობით, იმოქმედებს მომავალ საქმეებზე, სასამართლო პრაქტიკასა და შესაძლოა პოლიტიკის რეფორმაზეც რეზინის ტყვიებისა და მსგავსი იარაღის გამოყენებისას ევროპის საბჭოს ქვეყნებში.“

საიასთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოება ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და, ჩვენ ვაგრძელებთ, მათ შორის,  იმ საქმეების წარმოებასა და მზადებას სტრასბურგის სასამართლოსთვის, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უფლებათა სისტემურ კრიზისს საქართველოში. 

იხილეთ სახელმძღვანელო 

სხვა სიახლეები