GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

29 ნოემბერი, 202423:37
02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის, წყლის ჭავლი, მასში შერეული წიწაკის სპრეი, და, ასევე კადრებში ჩანან მეთოფეები, რომლებიც ისვრიან გარკვეულ კაფსულებს, თუმცა, შსს-მ თავად უნდა განმარტოს თუ რა არის ეს საშუალება. 

აღსანიშნავია, რომ საშუალებების ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენების აკრძალვა შსს-მ შეცვალა და გააუქმა, რათა, ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით გაემარტივებინა დემონსტრაციების დაშლის ამგვარი ადამიანის უფლებებთან სრულად შეუსაბამო პრაქტიკა.

დემონსტრანტების ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავების პრაქტიკა და ფიზიკური ანგარიშსწორება დღეს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. ძალადობოს ხარისხი და ასეთი ფაქტების სიმრავლე გვაძლევს საფუძველს, შევაფასოთ, რომ სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერლიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო.

ფოტო: რადიო თავისუფლება

სხვა სიახლეები