საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 14 - 18 აპრილის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:1. მათე დევიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი. თარიღი: 14 აპრილი, 11:00.
2. ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი. თარიღი: 14 აპრილი, 14:30.
3. ანატოლი გიგაური
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია. თარიღი: 15 აპრილი, 11:00.
4. არჩილ მუსელიანცი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.ა - სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით. მოსამართლე: გიორგი არევაძე. თარიღი: 15 აპრილი, 11:00.
5. ვიტალი გუგუჩია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 154 - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა; მუხლი 126 - ძალადობა. მოსამართლე: შოთა ბიჭია თარიღი: 15 აპრილი, 11:00. (ზუგდიდის რაიონული სასამართლო)
6. ანზორ კვარაცხელია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა. მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია. თარიღი: 15 აპრილი, 14:00.
7. ლაშა ჩხაიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.1 - ნივთის დაზიანება ან განადგურება. მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი. თარიღი: 16 აპრილი, 11:00.
8. გიორგი მინდაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი. თარიღი: 16 აპრილი, 14:00.
9. დავით ხომერიკი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 18 - 229.1 - აფეთქების მომზადება. მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი. თარიღი: 17 აპრილი, 13:00.
10. საბა სხვიტარიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.2 - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია. თარიღი: 17 აპრილი, 15:30.
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.