GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

27 მაისი, 202509:49

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 27 - 30 მაისის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:



1. ანატოლი გიგაური

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.

თარიღი: 27 მაისი, 11:00.




2. ანზორ კვარაცხელია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა.

მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.

თარიღი: 27 მაისი, 14:00.




3. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.

თარიღი: 27 მაისი, 14:00.




4. საბა სხვიტარიძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.2 - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.

მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.

თარიღი: 27 მაისი, 16:00.




5. ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225.1,2 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.

თარიღი: 28 მაისი, 10:00.




6. გიორგი მინდაძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.

თარიღი: 28 მაისი, 11:00.



პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.

სხვა სიახლეები