სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დარღვევებს აფიქსირებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისისა და რეგიონის შვიდივე ოფისი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგში. როგორც მოგეხსენებათ, 2007 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მერიაში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მასთან ერთად დევნილებს შეხვდნენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა.

2007-12-02 20:00 სრულად ნახვა

საიამ კანონის უზენაესობის თემაზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა

28 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უმასპინძლა საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პერიოდულ შეხვედრას – მრგვალ მაგიდას კანონის უზენაესობის თემაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში, ეუთოს მისია საქართველოში, NORLAG, გერმანიის საელჩო, GTZ, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის TASIC-ის პროგრამა, UNDP, ABA, SIDA, ციხის საერთაშორისო რეფორმა, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

2007-11-28 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გუდაურში ჟურნალისეტბისთვის ტრენინგს აწყობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 6-7; 8-9; 10-11 დეკემბერს გუდაურში აწყობს ტრენინგს ჟურნალისეტბისთვის "ინფორმაციის თავისუფლება - საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისთვის". ტრეინინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, სახვადასხვა დაწესებულებების პრესსამსახურების თანამშრომლებს, ასევე პროდიუსერებსა და რედაქტორებს. სააპლიკაციო ფორმისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ და გადმოწერეთ თანდართული დოკუმენტი.

2007-11-27 20:00 სრულად ნახვა

"ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ოლიმპიადას "ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის". ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდობის სამართლებრივ აღზრდას, მათ ჩაბმას სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში, საზოგადოებაში სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, მოქალაქეთა ძირითადი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი საქმიანობის პროპაგანდას. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა (გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისაგან) უნდა მოგვმართონ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისში: განცხადების მიღების ბოლო ვადა – 30 ნოემბერი, 2007 წ. კრილოვის #15, თბილისიან დაგვიკავშირდნენ ტელეფონებზე: 93 61 01 ან; 95 80 33; ფაქსი: 92 32 11E-mail: ltic@gyla.ge გადმოწერეთ: განაცხადის ფორმა, დებულება

2007-11-26 20:00 სრულად ნახვა

დღეს ტელე და რადიო საშუალებების მაუწყებლობის სრული აკრძალვა არასკონსტიტუციურია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოში გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტელერადიო კომპანიას “იმედი”, ტელეკომპანიებს “კავკასია” და “25-ე არხი” ჯერ კიდევ შეჩერებული აქვთ მაუწყებლობა. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა იყოს: პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ; კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის; უნდა იყოს არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი.

2007-11-13 20:00 სრულად ნახვა

10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად

დღეს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აპირებენ დააკვირდნენ 5 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, ავრცელებს შემდეგ 10 წინაპირობას საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. 10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად

2007-11-11 20:00 სრულად ნახვა

7 ნოემბერს პარლამენტის წინ მშვიდობიან მომიტინგეთა დაშლა კონსტიტუციით განარტირებული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევას გმობს, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლების უხეშ დარღვევას! საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი აღიარებს ადამიანთა უფლებას წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეკრებისა და მანიფესტაციისთვის არ ითვალისწინებს ნებართვის აღების ვალდებულებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეკრება იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების ორგანიზატორებს ეკისრებათ ვალდებულება წინასწარ 5 დღით ადრე შეატყობინონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელსაც თავის მხრივ ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოფს შეკრების უსაფრთხოება.

2007-11-06 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 30 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს და მოუწოდებს ხელისუფლებას მათი დროული და ეფექტური შესრულებისაკენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის მიერ ა.წ. 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს საქართველოს მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით (http://www.ohchr.org/english/bodies/hrc/docs/CCPR.C.GEO.CO.3.CRP.1.pdf). გაეროს მოცემული კომიტეტი მოწოდებულია შეაფასოს _ რამდენად ეფექტურად ხდება გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა და უზრუნველყოფა. საია იზიარებს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის დადებით შეფასებას საქართველოს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებთან მიმართებაში. ამავე, დროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ადგილობრივი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ეთანხმება კომიტეტის მიერ იმ პრობლემების იდენტიფიცირებაში, რომელთა მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური და დროული რეაგირება უნდა მოახდინოს, მათ შორის:

2007-10-30 20:00 სრულად ნახვა

საია ეხმაურება ევროპის წამების კომიტეტის 25 ოქტომბრის ანგარიშს

"ის ფაქტი, რომ საქართველო ციხეში კეტავს ამდენ მოქალაქეს არ შეიძლება დამაჯერებლად აიხსნას დანაშაულის მაღალი რიცხვით, "ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა" და სამართალსამცავი ორგანოები, პროკურატურა და მართლმსაჯულება, უნდა იყოს, ნაწილობრივ, ამის მიზეზი..." "ამ ანგარიშში განხილული თავისუფლების აღკვეთის პირობები, რომელშიც იმყოფება მე-5 საპყრობილეში მყოფ პატიმართა დიდი ნაწილი წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და არის ცივილიზებული საზოგადოების შეურაცხყოფა..." ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში, 25 ოქტომბერი, 32-ე და 44-ე პარაგრაფები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება 2007 წლის 25 ოქტომბერს ევროპის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს  საქართველოში მიმდინარე წლის 21 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით განხორციელებული ვიზიტების შესახებ.

2007-10-24 20:00 სრულად ნახვა

შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებთან

19-21 ოქტომბერს საიას იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ეგიდით ორგანიზება გაუკეთდა აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრას.  შეხვედრას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის მრავალპროფილიანი  მცირე აკადემიის,  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის, საქართველოს უნივერსიტეტის, საერო ინსტიტუტი “რვალი”-ს, საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხის ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2007-10-22 20:00 სრულად ნახვა