სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოში

2008-12-10 20:00
Featured image
11 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საიას თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა მედიას 2008 წლის განმავლობაში სასამართლოების მიერ გამოტანილი “უპრცენდენტო” გადაწყვეტილებები გააცნო.

ზოგადი სტატისტიკა საიას უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრები მთელი საქართველოს მაშტაბით ყოველდღიურად უწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს რამდენიმე ათეულ ადამიანს. 2008 წელს საიას მიერ წლის განმავლობაში გაწეულმა კონსულტაციამ 84 000 გადააჭარბა. 2008 წელს საიას იურისტები წარმოადგენდნენ - მოქალაქის ინტერესებს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში.
საია მიიჩნევს, რომ ქართულ სასამართლოებში კორუფციის კლებასთან ერთად დამოუკიდებლობის მაჩვენებელი შემცირდა, განსაკუთრებით კი იმ საქმეებში, სადაც სახელმწიფოს ინტერესი ივეთება, რაც ისეთი დემოკრატიული ინდტიტუტის განვითარებას როგორიც სასამართლოა საგორძნობლად აფერხებს.

“ყოველ ადამიანს აქვს უფლება, რომ მისი საქმე სრული თანასწორობის საფუძველზე, საქვეყნოდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით გაარჩიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოვებელმა სასამართლომ მისი უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისათვის და მისთვის მინიჭებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის დასადგენად.”
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,
მუხლი 10.

იხილეთ პრეზენტაცია "სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოში".