სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მზადყოფნას გამოთქვამს ანტიკოროფციულ ჯგუფში მონაწილეობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნის შესახებ და მზადყოფნას გამოთქვამს _ ჩაერთოს ამ ჯგუფში. საიას თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით სპეციალური წერილი გაუგზავნა. მიმართვა პრეზიდენტს

2007-10-04 20:00 სრულად ნახვა

28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების დღეა

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე - 28 სექტემბერი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს 8 რეგიონში: თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, დუშეთში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნა. თბილისში, სასტუმრო თბილისი-მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე საქართველოში არსებულმა 60-ზე მეტმა მედია-ორგანიზაციასთან ერთად აღნიშნა.გაიმართა ფორუმი, სადაც ჟურნალისტებმა საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.შედგა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული მონაცემთა ბაზის "სამართლიანი თამაშის" www.gyla.ge/fairplay პრეზენტაცია.ფორუმის დასასრულს ხელი მოეწერა მიმართვას ევროპის საბჭოს მიმართ,  რომლითაც ხელმომწერები მიუთითებენ “ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ევროპული კონვენციის” პროექტის იმ ნაკლოვანებებზე, რომელთა მიღებისა და იმპლიმენტაციის შემთხვევაშიც, ინფორმაციის თავისუფლების მოქმედება, შესაძლებელია მრავალ ქვეყანაში შეიზღუდოს. ფორუმს ესწრებოდა ასევე ფორუმის მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციები: ეუთოს მისიის, ევროკომისიისა და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებმაც ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მრგვალი მაგიდები თემაზე - “ინფორმაციის თავისუფლება, პრობლემები და წარმატებები” ქუთაისში, გორსა და ოზურგეთში გაიმართა; სემინარს ინფორმაციის თავისუფლების საკითხების შესახებ დუშეთის ადგილობრივმა ოფისმა უმასპინძლა;  რუსთავში მოეწყო შეხვედრა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან;  თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თემაზე  - “როგორ მოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია”, საიას თელავის ოფისის წარმომადგენლები ესაუბრნენ.        სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული ცნობიერების ამაღლების მასალები (სანიშნეები, პოსტერები) კი, საქართველოს, თითქმის, ყველა რეგიონში დარიგდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უშუალო მონაწილე 190-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, ხელისუფლების წარმომადგენელი და სკოლის მოსწავლე გახდა.

2007-10-01 20:00 სრულად ნახვა

ჩაქვში იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა ჩატარდა

2007 წლის 22-23 სექტემბერს ჩაქვში იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა (ძირითადად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით). შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასწავლებლებს ერთმანეთისათვის გაეცნოთ: - იურიდიული ფაკულტეტის სტრუქტურა;- საბაკალავრო პროგრამები;- სასწავლო პროცესის მართვა;- სამაგისტრო პროგრამები;- დოქტორანტურა. პრეზენტაციები გააკეთეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ზუგდიდის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პრობლემატური საკითხები, რომელიც ეხებოდა როგორც საკანონმდებლო სფეროს, ასევე კონკრეტული უნივერსიტეტების სწავლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. ანალოგიური შეხვედრა გაიმართება ოქტომბრის თვეში აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით. შადაც მოწვეული იქნებიან დანარჩენი უმაღლესი სასწავლებლები.

2007-09-24 20:00 სრულად ნახვა

საიამ “მოსწავლეთა ქცევის კოდექსზე” დასკვნა მოამზადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განიხილა და მოამზადა დასკვნა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტზე, რომელიც შეეხება საჯარო სკოლებში  “მოსწავლეთა ქცევის კოდექსის” დანერგვას. საიას მიერ მომზადებული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროგრამა “უსაფრთხო სკოლის” ფარგლებში შერჩეულ თბილისის 20 საპილოტე სკოლას.

2007-09-24 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ – VI, VII შემაჯამებელი ანგარიშები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კამპანიის - ”საქართველოს მთავრობა - თაკარა მზის ქვეშ” ფარგლებში სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის ამსახველი, რიგით მეექვსე და მეშვიდე შემაჯამებელი ანგარიში გამოსცა. კონტროლის პალატის, სხვადასხვა უწყებების გენერალური ინსპექციების საქმიანობა და პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშები, ასევე, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში შექმნილი პრობლემები ორ გამოცემაშია თავმოყრილი.

2007-09-19 20:00 სრულად ნახვა

სამოქალაქო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 41 959 მოქალაქე უკანონოდ დააჯარიმა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “2007 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის დაგვიანებით აღებისთვის 41 959 მოქალაქე დაჯარიმდა.” სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ვალდებულია პირადობის მოწმობა 16 წლის შესრულებიდან 6 თვის ვადაში აიღოს და ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში იგი 5 ლარით ჯარიმდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ) შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მიაჩნია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უკანონოდ ხდება პირადობის მოწმობის აღების დაგვიანებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა დაჯარიმება.

2007-09-10 20:00 სრულად ნახვა

კოალიცია “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” აჭარაში მოქმედ არასამთავრო ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის ფარგლებში ორგანიზებული იქნა შეხვედრა აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე კოალიციის წარმომადენლებმა, აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაცია კოალიციის მიზნების, გაწეული საქმიანობისა და მომავალი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

2007-09-02 20:00 სრულად ნახვა

საიას თავმჯდომარე პარლამენტის წევრებს მიმართავს

საქართველოს პარლამენტი 2007 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას. კოდექსის პროექტი, რომლის “დღევანდელი ვერსიის” შემუშავება 2004 წლიდან მიმდინარეობს, პარლამენტმა გასულ გაზაფხულზე პირველი მოსმენით მიიღო. პროექტმა 2004 წლიდან დღემდე მნიშნვნელოვნად იცვალა სახე. გიორგი ჩხეიძე წერილით მიმართავს პარლამენტის წევრებს, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. წერილი დაეგზავნათ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებს და იუსტიციის უმალესი საბჭოს მდივანს. საიას თავმჯდომარეს მიმართვა პარლამენტის წევრებს

2007-09-02 20:00 სრულად ნახვა

საია ბათუმში კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს

24 აგვისტოს (13:00 საათზე) საქართველოს კონსტიტუციის დღეს (კონსტიტუცია მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს),  ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "ინტრურისტებში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს კონსტიტუციის დღეს. 12 წლის წინ მიღებულმა კონსტიტუციამ დემდე მრავალი ცვლილება განიცადა. მიუხედავად ამისა მისი მეორე თავი რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება უცვლელი დარჩა. საკონსტიტუციო სასამარლო, რომელიც კონსტიტუციის დაცვის უმაღლესი გარანტია საქართველოში გადავიდა ქალაქ ბათუმში. ჩვენ, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა ქვერყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები. მიღებაზე მოწვეულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, სახალხო დამცველი, პარალამენტის იურიდიული კომიტრეტის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლერსი საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლლები.

2007-08-22 20:00 სრულად ნახვა

საიას განცხადების შემდეგ ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაუქმდა გადაწყვეტილება მიწების ჩამორთმევის შესახებ

დღეს ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე დიადო (#16.01.435) დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ქალაქის მთავრობის 20 ივლისის დადგენილება (#15.22.419) 1994-1999 გაცემული მიწების ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ. დღეს გამოქვეყნებული დადგენილებაში ნათქვამია:“საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ადმინსიტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ ქ. თბილი მთავრობის 2007 წლის 20 ივლისის #15.22.419 დადგენილება მიზანშეწონილია გამოცხადდეს ძალადაკარგულად, ვინაიდან მისმა მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესებს”.

2007-08-09 20:00 სრულად ნახვა