სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გუდაურში ინფორმაციის თავისუფლების თემაზე შეხვედრა გამართა

2008-10-19 20:00
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 18-19 ოქტომბერს დაბა გუდაურში გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა პრესსამსახურებისა და ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის თავისუფლების თემაზე. აღნიშნული სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო  ამ სფეროში არსებული პრობლემატური საკითხების გამოკვეთა და მსჯელობა მათი დარეგულირების საშუალებებზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პრესსამსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოების, ტელევიზიების, რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები.  შეხვედრის მონაწილეების მიერ გამოკვეთილ იქნა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

•    პრესსამსახურების უფლებებისა და მოვალეობების სფეროში ერთიანი სტანდარტის არარსებობა;
•    პრესსამსახურების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი;
•    ინფორმაციის სრულყოფილად და ოპერატიულად მოწოდების პრობლემა;
•    ძალოვანი უწყებების მიერ ინფორმაციის გაუცემლობა;
•    სამართლებრივი მექანიზმების იშვიათი გამოყენება ჟურნალისტების მიერ;
•    საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის ტენდენცია.

24-25 ოქტომბერს ჩატარდება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა. ორივე შეხვედრის შედეგების  და მონაწილეთა გამოცდილების საფუძველზე, ასოციაცია უახლოეს მომავალში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას გეგმავს.