სიახლეები
ყველა ქალისა და გოგონას უფლებაა იყოს დაცული ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან, თანასწორად ისარგებლოს სამოქალაქო/პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებით. მიუხედავად კანონით გარანტირებული, ფუნდამენტალური უფლებებისა საქართველოში ბევრი ქალი და გოგონა კვლავ განიცდის ძალადობის და გენდერული უთანასწორობის სხვადასხვა ფორმას.
საქართველოში ქალები და გოგონები ხშირად აწყდებიან უფლებების დარღვევის სერიოზულ ფორმებს, როგორიცაა ფემიციდი, სექსუალური შევიწროება, სქესობრივი ძალადობა, ოჯახში ძალადობა, იძულებითი და ნაადრევი ქორწინება, განათლების უფლების შეზღუდვა. წლების განმავლობაში იზრდება ამ უკანასკნელის სტატისტიკური მონაცემები. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების გადამზადების მიუხედავად, კვლავ განსაკუთრებით პრობლემურია სქესობრივი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება.ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.[1] მიუხედავად არაერთი წლის მოწოდებისა კვლავ არ გაზრდილა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ქალი ექსპერტების ოდენობა.
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ:
[1] არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, “სამოქალაქო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის უმძიმეს საქმეს ეხმიანებიან”, 2021 წელი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qnWD6e [ბოლო ნახვა 06.03.2022].
გააზიარე: