GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

24 დეკემბერი, 2014

2014 წლის 23 დეკემბრს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით  საიას ახალ თავმჯდომარედ ანა ნაცვლიშვილი აირჩიეს. ანა ორგანიზაციის რიგით მე-11 თავმჯდომარეა.  საიას წესდების თანახმად თავმჯდომარე ყოველწლიურად აირჩევა გამგეობის შემადგენლობიდან.

ამ თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი კახა კოჟორიძეს შეცვლის, რომელიც ასოციაციას 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. 

ამავდროულად არჩევნები ჩატარდა საიას ქუთაისის ფილიალში, სადაც  მეორე ვადით თავმჯდომარედ გიორგი ჭიქაბერიძე აირჩიეს. 
 
წარმოგიდგენთ საიას ახალი თავმჯდომარის მოკლე ბიოგრაფიას:
 
განათლება
 
2011-2012 წლებში სწავლობდა ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (LLM with Distinction);
2006-2007 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში;
2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
2003-2004 წლებში გაიარა საიას იურიდიული განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთწლიანი სასწავლო კურსი;
 
სამუშაო გამოცდილება
 
2013 წლიდან მუშაობს საიას საპარლამენტო მდივნად, ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) და საიას სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის ფონდში;
2012-2013 წლებში მუშაობდა ვენასა და პოლონეთში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) და ამავე ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა  ოფისში (დიაუო) სპეციალისტად;
2011-2012 წლებში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში გარდამავალი პერიოდის სამართლის ქსელში(ETJN) ასოცირებულ მკვლევარად; 
2011 წელს მუშაობდა საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” (PRI) კავკასიის ოფისში რეგიონალური პროექტის კორდინატორად;
2008 - 2010 წლებში მუშაობდა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრში (HRIDC) რეგიონული პროექტის კოორდინატორად;
2007-2008 წლებში, ადამიანის უფლებათა მესამე ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ARTICLE 19”- ში, დიდ ბრიტანეთში და კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში;
ანა არის არაერთი კვლევის  ავტორი და თანაავტორი, სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა ადამიანის უფლებათა სახლების ქსელთან, ეუთო/დიაუოს ოფისთან, ადამიანის უფლებათა დანიის ინსტიტუტთან, საერთაშორისო ორგანიზაცია Front Line Defenders-თან და სხვ. 
 
2014 წელს არჩეულ იქნა საიას თავმჯდომარედ.
 

სხვა სიახლეები