სიახლეები
საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 3-7 მარტის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:
1. საბა სხვიტარიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.2 - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 4 მარტი, 16:00.
2. ანატოლი გიგაური
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 5 მარტი, 11:00.
3. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: ნინო თარაშვილი.
თარიღი: 5 მარტი, 12:00.
4. ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: ნინო თარაშვილი.
თარიღი: 6 მარტი, 12:00.
5. დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.გ - ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად.
მოსამართლე: ლილი მსხილაძე.
თარიღი: 7 მარტი, 11:00.
6. ნიკოლოზ კაცია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 7 მარტი, 11:00.
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: