სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში მოამზადა

2020-10-30 12:02
Featured image

წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მესამე შუალედური ანგარიში ფარავს 1-ლი ოქტომბრიდან  26 ოქტომბრამდე გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ შემთხვევებს, რაც ცუდი პრაქტიკაა.

საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

- სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;

- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1 შემთხვევა;

- ამომრჩევლის მოსყიდვის 2 შემთხვევა;

- ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების, როგორც სავარაუდო ისე დადასტურებული, 8 შემთხვევა;

- წინასაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის 2 შემთხვევა.

წინა თვეების მსგავსად, გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება.  ამას გარდა, საანგარიშო პერიოდში უმრავლესობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევაც დაფიქსირდა.

წინასაარჩევნო კამპანიამ ოქტომბერშიც ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. ცხელი წერტილი, ამჯერად, შიდა და ქვემო ქართლი იყო. ეს შემთხვევები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია ამ საქმეების ყოველმხრივი, დროული, მიუკერძოებელი გამოძიება.

საანგარიშო პერიოდში, საიას სადამკვირვებლო მისიისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის ორი ფაქტი გახდა ცნობილი („ქართული ოცნება“ და „თავისუფალი საქართველო“).

წინა საანგარიშო პერიოდს მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა სახელმწიფოს მხრიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის ფაქტები („სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“). საია შესაბამისი ორგანოების ქმედებას კანონის არასწორ ინტერპრეტაციად აფასებს.

საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და უზრუნველყოფს მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით.             

ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას.

 

მეორე შუალედური ანგარიშის სრული ვერსია იხ. თანდართულ ფაილში