GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 აპრილი, 202017:16

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, საკონსტიტუციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოს წევრი, ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. ამას წინ უსწრებდა პლენუმის მიმართ მოწოდებები, დროებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, შეეჩერებინა ეს პროცესი და საზოგადოებისთვის წარედგინა ინფორმაცია კანდიდატის შესახებ. პირველ ჯერზე სხდომა გადაიდო, თუმცა, ის დღეს, 15:00 საათზე მაინც გაიმართა, სადაც მოსამართლეებმა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი. 

გადაწყვეტილების საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით მიღებამ გამორიცხა, როგორც კანდიდატზე საჯარო მსჯელობა (მისი ვინაობა მხოლოდ კენჭისყრაზე გახდა ცნობილი), ისე დანიშვნის მიმდინარეობის სამოქალაქო კონტროლი. ეს უარყოფითად აისახება სასამართლო ხელისუფლების ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების, მიმართ ნდობაზე. 

აღსანიშნავია, რომ სხდომაში უზენაესი სასამართლოს რამდენიმე წევრმა მონაწილეობა არ მიიღო - ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და ვაფასებთ მას.

 

სხვა სიახლეები