GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 დეკემბერი, 2019

71 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა არის ყველა სახელმწიფოს ვალდებულება და მიზანი, რომლისკენაც დემოკრატიული საზოგადოებები უნდა მიისწრაფოდნენ. 

მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ადამიანის უფლებათა დასაცავად, როგორც სამართალწარმოების, ასევე მონიტორინგის, ადვოკატირებისა და საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის გზით.

საია-ს შეფასებით, წლის განმავლობაში აქტუალურ თემებს შორის იყო შეკრების და მანიფესტაციის უფლების უხეში დარღვევის ფაქტები, არაპროპორციული პოლიციური ძალის გამოყენების შემთხვევები,  სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების ფორმალური განხილვის პრაქტიკა, სისხლის სამართლის საქმეებზე მოსამართლის ფორმალური როლი ადამიანის უფლებების დაცვაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებისას, საოკუპაციო ხაზთან არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, მედია გარემოს მიმართულებით შექმნილი საფრთხეები. 

დადებით შეფასებას იმსახურებს სექსუალური შევიწროების საკითხის კანონმდებლობით დარეგულირება, წინ გადადგმული ნაბიჯია ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება, ასევე შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიღება. მისასალმებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ნაწილის ამოქმედება, მიუხედავად მისი შეზღუდული მანდატისა და უფლებამოსილებისა, დადებითად უნდა შეფასდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს აქვს უფლებამოსილება, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებას.

ქვემოთ წარმოდგენილია განცხადების სრული ვერსია, სადაც დეტალურად არის საუბარი ადამიანის უფლებათა სფეროში ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც საია-მ გამოავლინა 2019 წლის განმავლობაში.


 

სხვა სიახლეები