GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

12 ივლისი, 2022

საია-ს გორის ოფისმა 3 შრომითი დავა წარმატებით დაასრულა, რომელთა შედეგად დასაქმებულების დარღვეული შრომითი უფლებები აღდგა. 

 

საქმეები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:

• დასაქმებული წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო სერვისების განვითარებისსააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურში. რეორგანიზაციის პროცესში, 2020 წელს, მან ჩააბარა  ტესტირება და გაიარა გასაუბრება. ტესტირებაში მისი შეფასება იყო მაღალი. თუმცა, ამის მიუხედავად, სსიპ სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მაინცგაათავისუფლა სამსახურიდან. საიასდახმარებით, მან მიმართა სასამართლოს სარჩელით. მისი მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა სამივე ინსტანციის სასამართლოში და დამსაქმებელს დაევალა მისი სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. 

• დასაქმებული მუშაობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამსახურში, საიდანაც 2020 წელს რეორგანიზაციის საფუძვლით უკანონოდ გაათავისუფლეს. 2022 წელს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე,მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის საფუძველზეც სამსახურიდან გათავისუფლებული პირი აღდგა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით და აუნაზღაურდა კომპენსაცია. 

• დასაქმებული მუშაობდა ადიგენში, იუსტიციის სახლში, საიდანაც უკანონოდ 2020 წელს გაათავისუფლეს. კერძოდ, გათავისუფლება უკავშირდება რეორგნიზაციის პროცესს, რომლის შედეგად, 2019 წლის დეკემბერში, სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობა გადაეცა სსიპ - იუსტიციის სახლს. ცვლილებების შემდგომ, თავდაპირველად დასაქმებული გადაინიშნა იუსტიციის სახლში იმავე ფუნქციების შესასრულებლად, რასაც თავდაპირველ პოზიციაზე, სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საზოგადოებრივ ცენტრში ასრულებდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი ახალ სამსახურში დანიშვნა მოხდა გამოსაცდელი ვადით, რომლის ამოწურვის შემდგომაც, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან საია-ს დახმარებით სასამართლოს სარჩელის მიმართა და მოითხოვა გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და  ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მოპასუხეს დაევალა გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ გადაწყვტილება უცვლელად დარჩა. შედეგად, დასაქმებული სამსახურში აღდგა და აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი. სასამართლოს განმარტებით, იმის გამო, რომ დასაქმებული მუშაობდა სსიპ სამოქალაქო რეესტრის საზოგადოებრივ ცენტრში და მისი თანამდებობა რეორგანიზაციის შედეგად  ფუნქციურად გადავიდა სსიპ იუსტიციის სახლზე, ეს არ წარმოადგენდა დამსაქმებლის ცვლილებას, ვინაიდან ორივე საჯარო სამართლის იურიდიული პირი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და შესაბამისად, მასთან არ უნდა დადებულიყო ხელშერულება გამოსაცდელი ვადით, არამედ უნდა გაგრძელებულიყო უვადო ხელშეკრულების მოქმედება.

ფოტო: primetime.ge 

სხვა სიახლეები