GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

25 მაისი, 2021

დღეს მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი გამოწვევა კლანური მმართველობა და მისი ალიანსია ხელისუფლებასთან. მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს გააჩნია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტიანი ბერკეტები.[1]  კლანის ძირითადი საყრდენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელიც იღებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს. 2021  წლის 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის სხდომა დაინიშნა,[2] რომელზეც  საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევაა დაგეგმილი.[3] წლების განმავლობაში ამ პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ის ძირითადად არაკონკურეტულ გარემოში მიმდინარეობს და საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ხვდებიან, რომელთა უმრავლესობასაც უკავია ან წლების მანძილზე ეკავა მენეჯერული თანამდებობა.

არჩევნები განახლებასთან და ახალ პერსპექტივებთან ასოცირდება, თუმცა მოლოდინები ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა. საია მიიჩნევს, რომ ეს არის როტაცია კლანისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს შორის, სადაც საბჭოს მოქმედ მოსამართლე წევრებს, გავლენიანი ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მოსამართლეები ჩაანაცვლებენ.

 

 


[1] Abashidze A., Arganashvili A., Beraia G., Verdzeuli S., Kukava K., Shermadini O., Tsimakuridze E.,The Judicial  System Past Reforms And Future Perpectives, Coalition for an Independent and Transparent Judiciary, Tbilisi 2017, გვ: 12, კოალიციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/3b468A4, განახლებულია: 12.05.2020.

[2] საქართველოს მოსამართლეთა XXIX რიგგარეშე კონფერენცია, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/print/?page=news&id=2133&lang=geo, განახლებულია: 25.05.2021.

[3] უფლებამოსილების ვადა ეწურებათ ირაკლი ბონდარენკოს, ირაკლი შენგელიას, დიმიტრი გვრიტიშვილსა და ვასილ მშვენიერაძეს.

სხვა სიახლეები