GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

28 აპრილი, 2021

დღეს, 28 აპრილს, 12:00 საათზე წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია შპს ,,ენკა რინიუებზლი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას. სასამართლომ კომპანიის მიმართ გამოიყენა ადმინისტრაციული სახდელის ზომად ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა შპს ,,ენკა რინიუებზლის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული მთელი რიგი  პირობების შეუსრულებლობა. აღნიშნული ფაქტი არის  უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია კანონდარღვევით აწარმოებს ჰესის მშენებლობის სამუშაოებს და რიონის ხეობის მცველების პროტესტი არის სამართლიანი.

საგულისხმოა,  რომ   ნამოხვანის ჰესების კასკადის  მშენებარე კომპანიამ სასამართლოს მიმართ გამოიჩინა უპატივცემულობა,  საქმის განხილვისას არც ერთხელ არ გამოცხადდა   პროცესზე და   არ წარადგინა სასამართლოში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ჯერ კიდევ 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია. ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა დაადგინა, რომ შპს „ენკა რინიუებზლს“ არ ჰქონდა შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული 15 პირობა. თუმცა, სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა და ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, 4 თვის შემდეგ,   „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე.

   

 

 

სხვა სიახლეები