GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 აპრილი, 2021

დღეს, 21 აპრილს, 12:00 საათზე წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე კომპანია ,,ენკა რინიუებზლის“ მიმართ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო მიმდინარე წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. 

ამავე საქმეზე 2021 წლის 10 მარტს სასამართლო პროცესი ნამოხვანჰესების კასკადის მშენებელი კომპანიის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ერთხელ უკვე გადაიდო. კომპანია ,,ენკა რინიუებზლის“ წარომადგენელი სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა და სასამართლოსთვის საპატიო მიზეზით  გამოუცხადებლობის დამადასტურებელი არც რაიმე სახის დოკუმენტი არ წარუდგენია. 

სასამართლომ კომპანიის მონაწილეობის გარეშე იმსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შემდგარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი   #0652417  შესახებ. 

სასამართლო პროცესზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა შპს ,,ენკა რინიუებზლის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესახებ და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება. 

სასამართლო სხდომას საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტები და მოსარჩელე მარიტა მუსელიანი ესწრებოდნენ. 

სხვა სიახლეები