GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

06 აპრილი, 2020

მწვანე ალტერნატივა და საია  მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შეაჩეროს პროექტებზე მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი 

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მიღებულ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის # 181 დადგენილებაში 26 მარტს შევიდა ცვლილება, რომლითაც საქართველოს მთავრობა  20-ზე მეტი დაგეგმილი პროექტის/ საქმიანობის სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის უკვე დაწყებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს საჯარო განხილვების გარეშე ჩაატარებს. იმის ნაცვლად, რომ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი ჩვეულად გაგრძელდება, საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვით და საჯარო განხილვის გარეშე. 

2020 წლის 26 მარტს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებები. ამ უფლებების შეზღუდვა კი, საგანგებო მდგომარეობის დროს, აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით და შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

განმცხადებელი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება პრობლემურ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად შევიდა. ასეთ პრობლემურ პროექტად, მაგალითად, შეგვიძლია აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტი დავასახელოთ. დაგეგმილი გზა კვეთს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს.  გზის მშენებლობის პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული უფრო ფართო პროექტის ნაწილია, რომელიც აბასთუმნის გარდაქმნას ითვალისწინებს და მას სახელმწიფო უწყებები უპირობოდ უჭერენ მხარს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საჯარო განხილვების გაუქმების მიუხედავად, საზოგადოებას მაინც აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თავისი მოსაზრებების წერილობით ან ელექტრონული ფორმით წარდგენის გზით. განმცხადებელი ორგანიზაციები განვმარტავთ, რომ მოსაზრებების გამოთქმა შეუძლებელია საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების გარეშე. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ინფორმირების შესაძლებლობები კი, არასათანადოა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის გამო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

დაუყოვნებლივ შეცვალოს 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნორმა და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს სკრინინგის გადაწყვეტილების, სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები.

 

ვრცლად იხილეთ: 

 

სხვა სიახლეები