სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კამპანიას წიგნებისაქართველოდან ემიგრანტებისთვის საქართველოს პარლამენტი შეუერთდა

2017-05-08 14:30
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კამპანიას #წიგნებისაქართველოდან ემიგრანტებისთვის ,  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი შეუერთდა. კამპანიის მიზანია წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საზოგადოებრივი მოღვაწეები, მწერლები, სპორტის მოღვაწეები, ბიზნესის წარმომადგენლები და ბევრი სხვა.

კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად, რა დროსაც ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია), ემიგრანტებმა გამოთქვეს ბიბლიოთეკის შექმნის/გამდიდრების სურვილი. ამავდროულად, საზღვარგარეთ წიგნის კუთხის შექმნა განიხილება როგორც პირველი ნაბიჯი, საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის საურთიერთობო სივრცისა და მათი მხარდამჭერი კერის შესაქმნელად/გასაძლიერებლად.

ღონისძიებას პარლამენტისა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაიმართება რამდენიმე ტალღად: 8 მაისის შემდგომ, წიგნების შეგროვება გაგრძელდება საქართველოს მასშტაბით: ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნები ჩააბაროს საიას ნებისმიერ რეგიონულ ფილიალში, გადაიღოს მასთან ფოტო და ატვირთოს ჰეშთაგით: #წიგნებისაქართველოდან.

ასევე ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კომპანიას თუ ორგანიზაციას, შემოგვიერთდნენ და ერთად გავუგზავნოთ ემიგრანტებს #წიგნებისაქართველოდან.