GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

05 თებერვალი, 2021

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება „გლოვო“-ს კურიერების პროტესტს მძიმე სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, მხარდაჭერას უცხადებს მათ სამართლიან მოთხოვნებს და მზადაა სამართლებრივი დახმარება გაუწიოს კურიერებს მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის.  

 

29 იანვარს „გლოვო“-ს ასზე მეტმა კურიერმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა და კომპანიაში არსებული მძიმე სამუშაო პირობები გააპროტესტა. Გლოვოს კურიერები სხვადასხვა სახის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებენ, რაც მათ ყოველდღიურ სამუშაო პირობებზე ნეგატიურად აისახება და აუარესებს მათ მდგომარეობას. კომპანია შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად, კურიერებთან როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებთან,  მომსახურების ხელშეკრულებას აფორმებს და შესაბამისად არ იღებს მათი შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულებას. Თუმცა, კომპანია არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებშიც კი არასათანადოდ ასრულებს კურიერების წინაშე არსებულ ვალდებულებებს. 

 

კურიერები უთითებენ, რომ მათ მიერ Სამუშაო პირობებთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილი თვეების განმავლობაში ჟღერდებოდა კომპანიის წარმომადგენლობასთან. თუმცა, მათ წუხილებს დამსაქმებლის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც პროტესტის საჯაროდ გამოხატვის მიზეზი გახდა. Კურიერების მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათი მძიმე და უსამართლო შრომით პირობებს კომპანიაში მოქმედი შემდეგი პრაქტიკები განაპირობებს:  

 

ანაზღაურების გაუმჭვირვალე სისტემა და ტარიფების ცალმხრივი ცვლილება

 

  • ღღეს მოქმედი პრაქტიკით, ყოველ გამოძახებაზე ფიქსირებული ანაზღაურება 2 ლარს შეადგენს, რასაც თითოეულ კილომეტრზე ემატება 30 თეთრი. ეს ტარიფი პანდემიის დაწყებამდე ბევრად მეტი იყო, თუმცა კომპანიამ ძველი ტარიფები ცალმხრივად შეამცირა. 

  • შრომის ანაზღაურების წესი ასევე ითვალისწინებს ბონუსურ სისტემას. იმისთვის რომ კურიერმა შეძლოს ბონუსის მიღება, მან კვირაში 180 შეკვეთა უნდა შეასრულოს. კურიერების თქმით ისინი საშუალოდ 1 საათში 2 შეკვეთის შესრულებას ახერხებენ, რაც გულისხმობს, რომ მათ ბონუსის მისაღებად კვირაში 90 საათი უნდა იმუშავონ, რაც ორჯერ აღემატება კვირაში ნორმირებულ სამუშაო დროს, 40 საათს. 

  • კომპანია კურიერებთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად, ცალმხრივად ცვლის ხელშეკრულების პირობებს, რაზეც კურიერებს მხოლოდ ელექტრონული შეტყობინება მისდით. შეტყობინებაზე 72 საათიის განმავლობაში პასუხის გაუცემლობა, ახალ პირობებზე ავტომატურად თანხმობად განიხილება. Სწორედ, მითითებული სახელშეკრულებო ნორმის საფუძველზე ბოლო წლების განმავლობაში გლოვოს კურიერებს რამდენჯერმე შეეცვალათ (გაუუარესდათ) ანაზღაურების და საბონუსე სისტემა, ამაზე შესაბამისი მოლაპარაკებებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე. 

  • მიუხედავად იმისა, რომ კომპანიასა და კურიერებს, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს შორის მომსახურების ხელშეკრულებაა გაფორმებული და ისინი ფორმალურად თანასწორუფლებიან სუბიექტებად განიხილებიან, კურიერებს არ გააჩნიათ ქმედითი მექანიზმები კომპანიასთან რეალური მოლაპარაკებები აწარმოონ ტარიფების ცვლილებებთან დაკავშირებით. 

  • კურიერთა ნაწილი ასევე მიუთითებს, კომპანიის მიერ მათთვის კუთვნილი ანაზღაურების არასათანადოდ ანაზღაურების პრაქტიკაზე, კერძოდ, გადაადგილებული კილომეტრების არასწორად დათვლა, მომხმარებლის მიერ მათთვის დატოვებული ფეხის ქირის (ჩაის) თანხის კომპანიის მიერ მითვისება, სამუშაო საათების არასწორად დაბლოკვა და .აშ,  რაც კომპანიის მიერ ხშირად აპლიკაციის გაუმართაობას ბრალდება, თუმცა კურიერებს არ გააჩნიათ რეალური, ეფექტური მექანიზმი გადაამოწმონ რამდენად შეესაბამება მათთვის კუთვნილი ანაზღაურება, კომპანიის მიერ ჩარიცხულ ანაზღაურების ოდენობას. 

  • კურიერთათვის ასევე პრობლემას წარმოადგენს ცუდ ამინდში მათთვის განსაზღვრული ბონუსის ჩარიცხვის სისტემა, რომელსაც კომპანია აპლიკაციაში წვიმიანი ამინდებისას ხშირად საერთოდ არ ან დაგვიანებით რთავს, რაც ნიშნავს, რომ კურიერებს მძიმე და საგზაო უსაფრთხოებას საფრთხის პირობებში, შეკვეთების შესრულება დამატებითი ანაზღაურების გარეშე უწევთ. 

  • ასევე ხაზგასასმელია, რომ კურიერებს, გლოვოს ბრენდირებული სამუშაო აღჭურვილობის შეძენა თავად უწევთ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აღჭურვილობის პირველადი მიზანს თავად კომპანიის რეკლამირება წარმოადგენს.  

 

შრომის უსაფრთხოება 

 

  • გამომუშავებაზე და ბონუსის მიღების წესზე დამოკიდებული ანაზღაურების სისტემის გამო, გლოვოს კურიერები იძულებული არიან სწრაფად შეასრულონ შეკვეთები, რაც მათ ჯანმრთელობას და საგზაო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და არაერთხელ გამხდარა კურიერების ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი.

  • კომპანიის მიერ გამომუშავებაზე და ბონუსის მიღების წესზე დამოკიდებული ანაზღაურების სისტემის შედეგად წახალისებული, კურიერების ჯანმრთელობისთვის არაუსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიუხედავად, ხელშეკრულების თანახმად, კომპანია მთელ პასუხისმგებლობას კურიერისთვის შესაძლო დამდგარ ზიანზე მათ აკისრებს. 

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია “გლოვო” 10 თებერვალს გეგმავს კურიერებთან შეხვედრას და მათ მიერ დასახელებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასახვას. 

 

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ დროულად შეასრულოს კურიერების სამართლიანი მოთხოვნები, აღმოფხვრას კომპანიაში არსებული სისტემური უკანონო პრაქტიკები და დაუყონებლივ უზრუნველყოს დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

 

ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს გლოვოს კურიერების სამართლიან მოთხოვნას და მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს მათ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესში. 


 

 

Ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC

  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

  •  თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“ 

  • ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“

  • ღია საზოგადოების ფონდი-საქართველო

სხვა სიახლეები