სიახლეები
გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი რიგით პირველი ანგარიშის წინასასესიო განხილვა ჩანიშნა. დოკუმენტის პირველადი განხილვა 2020 წლის 30 მარტი - 3 აპრილის შუალედში მოხდება, რომლის შედეგადაც კომიტეტი მას კიდევ ერთხელ - პლენარულ სესიაზე განიხილავს. აღნიშნული პროცედურების შედეგად, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშებისა და ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტი შეიმუშავებს საქართველოს მიმართ დასკვნით რეკომენდაციებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კომიტეტის მიერ შეფასდება ქვეყანაში კონვენციის იმპლემენტაციის ხარისხი, მათ შორის, გაანალიზდება პროცესის პოზიტიური ასპექტები და მნიშვნელოვანი გამოწვევები.
კომიტეტისათვის სახელმწიფო ანგარიშის წარდგენის შემდგომ, შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობისა (OHCHR) და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით მოამზადეს ალტერნატიული ანგარიშები საქართველოში გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ.
- „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების თაობაზე შშმ პირთა ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი ჩრდილოვანი ანგარიში“ საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის (OHCHR) მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტს 17 ორგანიზაცია აწერს ხელს და ის მიმოიხილავს გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ორი წლის თავზე საქართველოში არსებულ მდგომარეობას შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში. ამ მიზნით, ანგარიში აანალიზებს კონვენციით გათვალისწინებულ ყველა ძირითად მუხლს, აფასებს თითოეულ მიმართულებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებს. ალტერნატიულ ანგარიშში ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები გაეროს კონვენციის თითოეული მუხლის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.
- „ალტერნატიული ანგარიში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების კომიტეტს საქართველოს პირველ პერიოდულ ანგარიშთან მიმართებით“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) მიერ მომზადდა ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) ერთად და მისი ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტი აფასებს გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის პირველ ორ წელს და ანალიზსა და რეკომენდაციებს იძლევა ოთხ უფლებასთან/სფეროსთან დაკავშირებით - თანაბარი სამართალსუბიექტობის უფლება (მუხლი 12); განათლების უფლება (მუხლი 24); შრომა და დასაქმება (მუხლი 27); სათანადო საცხოვრებლის უფლება (მუხლი 28).
მიუხედავად იმისა, რომ გაეროს კომიტეტს სახელმწიფო ანგარიში 2016 წელს, ხოლო ზემოაღნიშნული ალტერნატიული ანგარიშები 2017 და 2018 წლებში წარედგინა, დოკუმენტებში აღწერილი გამოწვევებისა და მომზადებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი კვლავ რელევანტურია. კონვენციის იმპლემენტაციის კუთხით ქვეყანაში მიღებული არასაკმარისი და, ხშირ შემთხვევაში, ფრაგმენტული ზომების შედეგად, შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ამ სფეროში სისტემური პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს, რომელიც სრულად გამორიცხავს შშმ პირებს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროდან. ხარვეზიანი კანონმდებლობის, კონვენციის იმპლემენტაციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და სისტემური პოლიტიკის არარსებობის პირობებში, გაეროს კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება არსებითად უფრო ეფექტიანი ვერ ხდება.
არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს ერთიანი, სისტემური ხედვა შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, უზრუნველყოს მისაწვდომობა, რომელიც არსებითი წინაპირობაა კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისათვის, სოციალურ მოდელზე დაყრდნობით შეისწავლოს შშმ პირთა რეალური საჭიროებები და მათზე დაფუძნებით განავითაროს საკანონმდებლო ჩარჩო, პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც, თავის მხრივ, კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისი იქნება. უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში უშუალოდ შშმ პირების ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა.
ჩრდილოვანი ანგარიშების წარმდგენი ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები გაეროს კომიტეტის მიერ სახელმწიფო ანგარიშის განხილვის პროცესში და როგორც მის მიმდინარეობისას, ისევე, კომიტეტის მიერ შემუშავებულ დასკვნით რეკომენდაციებზე დაყრდნობით განახორციელებენ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის ადვოკატირებას.
ჩრდილოვანი ანგარიშების წარმდგენი ორგანიზაციები არიან:
გააზიარე: