GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

27 აგვისტო, 2019

დღეს ეკა მესხიძემ 15 მედია საშუალების წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას მიმართა. იგი მიიჩნევს, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რიგი მედია საშუალებების მიერ არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა, რითაც დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული სადავო მასალის თანახმად, სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ მისი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნულ საქმეში სასამართლოს საერთოდ არ  უმსჯელია ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი. 

სახალხო დამცველის მიერ უკვე დადგენილია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მიერ ადგილი ჰქონდა ეკა მესხიძის შევიწროებით და სექსუალურ შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ეკა მესხიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

სხვა სიახლეები