სიახლეები
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გათავისუფლების ბრძანების შინაარსი არ შეესაბამება შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და დამსაქმებელი მისი გათავისუფლებისას არამართლზომიერად მოქმედებდა.
ეკა კვესიტაძის მოთხოვნას წარმოადგენს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და იმ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც რუსთავი 2-ს ეკა კვესიტაძის მიმართ გააჩნია.
გააზიარე: