GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

08 აპრილი, 2021

7 აპრილს მედია საშუალებებით გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ რამდენიმე ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით.[1] გავრცელებული ინფორმაციით გალის რაიონის მაცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.[2] მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ყველა მათგანი დაიღუპა.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების არასათანადო დაცვის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია ეხმიანებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ფაქტებს და იქ არსებულ კრიზისულ სიტუაციას[3] და მოუწოდებენ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ. 

Covid-19 ვირუსის პანდემიის შედეგად ენგურზე გამშვები პუნქტის გაუფრთხილებლად და, განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვამ მოსახლეობა ყველა საბაზისო და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისზე წვდომას მოსწყვიტა. ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში და ჰუმანიტარულ კრიზისში მოექცა, რადგან მათ არ ჰქონდათ სათანადო სამედიცინო დახმარების, საკვების, პენსიის თუ სხვა აუცილებელი სერვისებით სარგებლობის საშუალება.[4] აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული იყო ქმედითი ზომები პენსიების მისაღებად, კერძოდ ხიდთან გარკვეულ დროს მობილური ბანკის მანქანების მეშვეობით შესაძლებელია შესაძლებელი გახდა თანხის მიღება ან გალის ტერიტორიაზე რუსული ბანკის ბანკომატებით შესაძლებელია სარგებლობა.

საბაზისო სერვისების მისაღებად ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებამ, ახალი ბარიერი შექმნა მოსახლეობის ცხოვრებაში. ბარიერების გამო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისაგან თავის შეკავებამ ან/და ე.წ “საზღვრის” გვერდის ავლით გადმოსვლამ საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ, ფიზიკურ და სხვა სახის უსაფრთხოებას. საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის და სოციალური დახმარებების მიღების მიზნით  გამშვები პუნქტის ავლით, გამყოფი ზოლის უკონტროლო გადაკვეთას დღემდე, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.[5]

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

აქართველოს მთავრობას:

❖    გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვისთვის;

- გადაიხედოს  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შესახებ და მოხდეს გამშვებ პუნქტებთან მოსახლეობისთვის PCR ტესტების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს  მოსახლების დროულ და  უსაფრთხო გადაადგილებას;

- მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ საზღვრისპირა რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების საჭიროებების დაკმაყოფილება;

❖    მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, საბუთების მოწესრიგების და შეწყვეტილი სოციალური შემწეობების აღდგენის  გამარტივებული ელექტრონული მექანიზმები.

აერთაშორისო ორგანიზაციებს:

❖    ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეთა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და შეუზღუდავი გადაადგილების საკითხზე;

❖    გააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი წარმომადგენლობის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად და ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად

 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს:

❖    დროულად გამოიძიოს მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამომწვევი მიზეზები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები.

 

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - საია

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი 

ფონდი “აფხაზინტერკონტი”

ეწარმე ქალთა ფონდი

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

“მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი”

 

 

 

 

 

 

 

 


[1] ინტერპრესნიუსი, “ მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ისინი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას გალიდან ცდილობდნენ”, 2021. ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3rXyp3p [ბოლო ნახვა 07.04.2021]

[2] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, 2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/31Wn8pD [ბოლო ნახვა 07.04.2021].

[3] საია-ს განცხადება,“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა“ 30.12.2019. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/37ZcbGz [ბოლო ნახვა 07.0422021].

[4]ლაივპრესი, “სახლში, როგორც ციხეში - გალში ჩაკეტილები”, 2021. ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3t1oXxe [ბოლო ნახვა 07.0422021].

[5] რეგინფო, “გალიდან ექიმთან ვიზიტისთვის გადმოსული ექთანი კოვიდსასტუმროში დაიღუპა”, 2021. ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3wA6gDb [ბოლო ნახვა 07.0422021].

სხვა სიახლეები