GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

30 იანვარი, 201514:07

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაცია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან ერთად ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს: „დაცული არჩევანი – ეფექტური თვითმმართველობის გარანტი“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების შედეგად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის ეფექტური გარანტიების შექმნას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.


პროექტის დაფარვის არეალი  საქართველოს 8 თვითმმართველი ქალაქია: გორი, რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი და ბათუმი.


პროექტის ფარგლებში გაანალიზებული იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი გზით არჩეული საჯარო მოხელეების სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტის საკითხთან დაკავშრებით.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოკუს ჯგუფების გამოკითხვა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ფოკუს ჯგუფების მიზანია გამოავლინოს ზემოაღნიშნულ პირთა დამოკიდებულება, რამდენად დაცულები არიან საჯარო მოხელეები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში და შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული მექანიზმების შემუშავების გზით აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროექტის შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია, რომლის საფუძველზეც შემუშავდება საკანონმდებლო წინადადება და წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
 

სხვა სიახლეები