სიახლეები
საია მიიჩნევს, რომ სსიპ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა განხორციელდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
ამჟამად 2 კანდიდატი წარდგენილია ფრაქციების, 2 კი დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ. სავარაუდოდ კანდიდატს წარადგენს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც."
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები ხოლო ორს დანარჩენი დეპუტატების არანაკლებ ერთი მეოთხედი.
ამჟამად უმაღლეს საბჭოში არის 4 ფრაქცია, საიდანაც ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას“ ჰყავს 6 დეპუტატი, ფრაქცია - ,,ქართული ოცნება-მაჟორიტარები“-ს - 5, ფრაქცია - ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 4, ფრაქცია - ,,ქართული ოცნება - აჭარა“ -3.
ფრაქცია ,,ქართულ ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, დღეს უკვე მრჩეველთა საბჭოს წევრია და მისი უფლებამოსილების ვადა არ გასულა. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობისას ფრაქციების კვოტით შესაძლებელია მხოლოდ 2 კანდიდატის წარდგენა.
დეპუტატთა რაოდენობის პროპორციულობის გათვალისწინებით კანდიდატების წარდგენა უწევდათ ფრაქციებს ,,ქართული ოცნება-მაჟორიტარები“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
2 კანდიდატი კი წარდგენილი უნდა ყოფილიყო დანარჩენი დეპუტატების, მათ შორის ფრაქცია - ,,ქართული ოცნება - აჭარა“-ში შემავალი დეპუტატების არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ.
საია მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
გააზიარე: