GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 თებერვალი, 2020

საქმის ფაქტობრივი გარემოებები: 

ნიკოლოზ გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. დაკავების დროს და შემდეგ გოგუაძე სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო მრავალი სახის დაზიანება, რომელიც მას დაკავებამდე არ ჰქონდა. გოგუაძის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება იყო არაეფექტიანი და გამოძიების პროცესში დაშვებული იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები. 

გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემები

გოგუაძის საქმე „ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებში“ შედის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაძლიერებულ ზედამხედველობას ექვემდებარება. 

კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი, დროული და სრულყოფილი გამოძიების ჩატარება, ჩადენილი ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება და მსხვერპლის სათანადო ჩართულობა გამოძიების მიმდინარეობისას. 

 

სხვა სიახლეები