GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 აგვისტო, 2024

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და  26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა. 

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება.2 ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.3 საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.4 საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების ხელყოფის კიდევ ერთ უმძიმეს შემთხვევას წარმოადგენდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, უმუშევრობა, სოციალური პროგრამების შესახებ დაბალი ინფორმირებულობა, საბაზისო სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომის ნაკლებობა.

აღნიშნულს ამწვავებს ის ფაქტიც, რომ კვლავ აღუსრულებელია ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაციის ვალდებულება. კერძოდ, 2023 წლის 28 აპრილს, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა7 იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მან სახელმწიფოთაშორის დავაზე 2021 წლის 21 იანვარს მიიღო.8 რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დღეის მდგომარეობით,  გარიცხულია ევროპის საბჭოდან და მისი გაცხადებული პოლიტიკაა, არ აღასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებები, მათ შორის, არ გადაიხადოს დაკისრებული საკომპენსაციო თანხა.  

საიამ 2024 წლის 26 იანვარს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოუწოდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები  ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდგომ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულებისთვის  საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შესაქმნელად.9 საიას მიმართვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკუკავშირი ამ დრომდე არ მოჰყოლია.10 აუცილებელია, სახელმწიფო ყველა დიპლომატიურ და საერთაშორისო-სამართლებრივ მექანიზმს იყენებდეს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. 

ამის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება ,,რუსული კანონით“ ღიად ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებების დასაცავად. რუსული კანონი და სხვა უფლებების მომეტებულად მზღუდავი ტენდენციები,11 ასევე, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.  


1 იხ. ანგარიში: 10 წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში, 2019, ხელმისაწვდომია: chromeextension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.gyla.ge/files/07.07.2019%20- %20%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A 1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9D.pdf, [06.08.2024],

2 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2023 წელი, 8, ხელმისაწვდომია, https://ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf, [06.08.2024].

3 იქვე.

4 იქვე., 19.

5 იქვე., 18.

6 გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შეფასება, 2019, ხელმისაწვდომია, https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2022- 02/ABL%20Needs%20Assessment%20GEO%202019%20Final.pdf, [06.08.2024].

7 CASE OF GEORGIA v. RUSSIA (II) (just satisfaction), 28.04.2023, 38263/08.

8 CASE OF GEORGIA v. RUSSIA (II) (merits), 21.01.2021, 38263/08.

9 საია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, 26.01.2024, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/saia-sagareo-saqmeta-saministrosmimartavs-rusetis-federaciis-mier-dazaralebuli-mosakhleobis-uflebebis-efeqtiani-dacvistvis-saertashorisoghonisdziebebis-gamoyenebis-taobaze#sthash.01CtioQ7.dpbs, [06.08.2024].

10 Tamar Oniani, for JusticeInfo, Georgia 2008 war: when Russia won’t pay victims, solutions still exist, 01.08.2024, ხელმისაწვდომია: https://www.justiceinfo.net/en/134838-georgia-2008-war-when-russia-wontpay-victims-solutions-still-exist.html. [06.08.2024].

11 იხ. საიას ანგარიში: საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის რეინიციირებიდან 60 დღის განმავლობაში, 2024, ხელმისაწვდომია: chromeextension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://gyla.ge/files/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E 1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%8 3%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A 1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E 1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%8 3%98%E1%83%A0.pdf, [06.07.2024]. 

სხვა სიახლეები