სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ქმედუუნარობის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით საია-ს მიერ წარდგენილ კერძო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

საია-ს თბილისის ოფისი იცავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ინტერესებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქმედუუნაროდ ცნო. ქმედუუნაროდ ცნობის შემდგომ, მას შეეზღუდა უფლება, დამოუკიდებლად ესარგებლა სამოქალაქო უფლებებით. მას  დღევანდელი მდგომარეობით აღარ ესაჭიროება მხარდაჭერის გაწევა. ამიტომ, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქმედუუნარობის შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლომ მისი განცხადება წარმოებაში არ მიიღო და განმარტა, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემდგომ, რომლითაც გაუქმდა ქმედუუნარობის ინსტიტუტი და შემოვიდა მხარდაჭერის გაწევის რეგულაციები, შეუძლებელი იყო ქმედუუნარობის პირდაპირ შეწყვეტა - პირი ცნობილი უნდა ყოფილიყო მხარდაჭერის მიმღებად და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა მხარდაჭერის შეწყვეტა.

2016-11-16 13:58 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის ოფისის დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა

საია იცავდა მ.ქ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას. 

2016-11-08 11:02 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირები კომპენსაციას მიიღებენ

საია თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენდა ხუთი ოჯახის ინტერესებს ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელეები ითხოვდნენ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, რადგან მათ სტიქიის ზონაში ათეულობით წლის წინ დაკავებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები და შესაბამისად, წარმოადგენდნენ დაკავებული მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებს.

2016-11-01 13:23 სრულად ნახვა

საიას დახმარებით კიდევ ერთი პირის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისი იცავდა  დ.კ-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

2016-10-18 15:24 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით ბეჟან გუნავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა

2016 წლის 8 აგვისტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია უსახლკაროებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობას იღებდა ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მთავარობის კანცელარიაში შეხვედრის გამართვა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. კანცელარიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ბეჟან გუნავა დაჯდა შესასვლელის კიბეებთან. რა დროსაც შენობის დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს შენობიდან 20 მეტრით მოშორება. მათი განცხადებით, ბეჟან გუნავას სურდა შენობის შესასვლელის ჩაკეტვა, რის გამოც წაუყენეს მას ასეთი მოთხოვნა. ბეჟან გუნავას განცხადებით, იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაჯდა კანცელარიის შესასვლელის კიბეებზე და ცდილობდა აღნიშნულის ახსნას პოლიციის თანამშრომლებისათვის.

2016-10-06 10:59 სრულად ნახვა

სასამართლომ სსიპ - იუსტიციის სახლის მიერ თანამშრომლის დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლება დაადგინა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა სსიპ - იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული პირის ინტერესებს, რომლის სამსახურიდან გათავისუფლება გაქარწყლებული ნასამართლობის   საფუძვლით განხორციელდა. იუსტიციის სახლი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ობიექტურ გარემოებას, რაც ამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირის ზემდგომ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსის პირობებში  მითითებული იყო, რომ წარსულში პატიმრობაში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენდა შემზღუდველ გარემოებას.

2016-09-28 13:15 სრულად ნახვა

საია-ს დახმარებით პირის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,აუდიტორია 115“-ის წევრის ინტერესებს, რომელიც 2016 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა გზაზე სტენსილის გაკეთების საფუძვლით დააკავეს. 

2016-09-05 17:28 სრულად ნახვა

სასამართლომ მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა დაადგინა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,პარტიზანული მებაღეობის“ წევრების ინტერესებს, რომლებიც სასამართლოში ასაჩივრებდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტს და მოითხოვდნენ მისცემოდათ შესაძლებლობა, ქ. თბილისის მერიის წინ, სკვერში, მათ მიერ შერჩეულ ადგილას განეთავსებინათ კარავი.

2016-09-05 15:32 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ ადმინისტარციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა

2016 წლის 7 ივლისს პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით დააკავეს. 

2016-08-22 11:27 სრულად ნახვა

საიას თბილისის ოფისის დახმარებით დევნილმა სტატუსი აღიდგინა

საიას თბილისის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა გ.გ.-ს, რომელიც 2006 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტში. 

2016-08-05 13:04 სრულად ნახვა