სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საკონსტიტუციო სამართალოს განსახილველ საქმეზე წერილობითი მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართავს

2009 წლის 22 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა დამატებები შეიტანა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში. საკონსტიტუციო სამართალწამოებაში ,,სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტი შემოიღეს. აღნიშნული უფლებას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება წარუდგინოს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კანონში შესული ცვლილებების შემდეგ პირველია, რომელმაც ამ შესაძლებლობით ისარგებლა. 2009 წლის 26 ნოემბერს საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. წერილობითი მოსაზრება ასევე გაეგზავნა, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეს.

2009-11-26 12:48 სრულად ნახვა

საია 23 ნოემბერს მომხდარ ფაქტს აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ ხელყოფად აფასებს 23 ნოემბერს მოძრაობა ,,7 ნოემბრის” სამი წევრის, ირაკლი კორძაიას, დაჩი ცაგურიას და ჯაბა ჯიშკარიანისათვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის ფაქტს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება “წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.”

2009-11-24 15:38 სრულად ნახვა

თამარ ხიდაშელი საიას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს

18 ნოემბერს შედგა საიას გამგეობის სხდომა, რომელიც XVI საერთო კრების შემდეგ პირველად ჩატარდა.ტრადიციისამებრ, ნოემბრის გამგეობის მთავარი საკითხი თავმჯდომარის არჩევა გახლდათ.

2009-11-22 15:54 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტისა და ვესტმინსტერის კონსორციუმის პარტნიორ ორგანიზაციად იქნა შერჩეული

2009 წლის 9 ნომბერს საქართველოს პარლამენტსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობათა განმტკიცების ოთხწლიანი პროგრამის განხორციელებას. პარლამენტებისა და დემოკრატიის ვესტმინსტერის კონსორციუმი (he Westminster Consortium for Parliaments and Democracy), საპარლამენტო განმტკიცების პროგრამას მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში – საქართველო, უკრაინა, ლიბანი, უგანდა და მოზამბიკი – ახორციელებს (www.wfd.org).

2009-11-10 09:14 სრულად ნახვა

მოქალაქე გ.ქ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ

2006 წლის მარტიდან საია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე გ.ქ.-ს. საქმე მდგომარეობდა შემდეგში:2002 წლის 18 მარტს 12 წლის გ.ქ. გაუკეთდა B-ჰეპატიტის საწინააღდმედგო პროფილაქტიკური აცრა. აცრას წინ უსწრებდა წინასწარი გამოკვლევა, რომლითაც დგინდებოდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. აცრა განხორციელდა წალენჯიხის ბავშთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრის მიერ. ასაცრელ მასალას წარმოადგენდა კორეული წარმოების ვაქცინა სახელწოდებით Hepavax-Gene, რომელიც შემოტანილ იქნა ჰუმანიტარული მისიით საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის მიერ. აცრიდან მესამე დღეს ბავშვმა სკოლაში ყოფნის დროს იგრძნო ძლიერი ტკივილი კეფის არეში, დაეწყო ღებინება, კოორდინაციის დარღვევა და ხმის ტემბრის ძლიერი შეცვლა. ბავშვი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სახლში და მას სასწრაფო დახმარებით გამოძახებული მორიგე ექიმის მიერ ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია. ბავშვს განუვითარდა ტეტრაპარეზი (ზედა და ქვედა კიდურების პარალიზი) და ჩავარდა კომაში. როგორც გამოირკვა B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას გააჩნია ისეთი გვერდითი შედეგები, როგორიცაა: საერთო სისუსტე, ალერგიული რეაქციები, დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, აუტოიმუნური დაავადება, პარეზები, გიემბარეს სინდრომი, გაფანტული სკლეროზი და კიდევ მრავალი სხვა. საქართველოში UNICEF-ის მიერ ისე მოხდა ვაქცინის შემოტანა, რომ პრეპარატს არ გააჩნდა აღნიშვნა, მისი გამოყენების შედეგად შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.

2009-11-09 10:18 სრულად ნახვა

„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“

2009 წლის 6-8 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ GTZ- ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ჩაატარა  ოლიმპიადა „ახალგაზრდა  იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“  მთელი საქართველოს მასშტაბით.ოლიმპიადამ ტრადიციული სახე მიიღო და ბოლო სამი წელია ტარდება ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. სულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-მდე გუნდმა მთელი საქართველოს მასშტაბით.

2009-11-08 15:31 სრულად ნახვა

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირები ჯერ არ დასჯილან

დღეს ორი წელი სრულდება 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უკანონოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი მომიტინგეები, დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზია და გაანადგურეს მისი აპარატურა, გამოიყენეს მოცემული დროისთვის კანონით აკრძალული სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა.   მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფორმალურად აღიარა 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები, ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მოვლენების ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება, არ გამოვლენილან და დასჯილან მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები.     

2009-11-07 15:07 სრულად ნახვა

მოქალაქე ს. რ.-ი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საადვოკატო დახმარება გაუწია მოქწალაქე ს.რ.-ს, რომელსაც შეუწყდა მარჩენალის შრომის პენსია სრულწლოვანების მიღწევის გამო, იმის გაუთვალისწინებლად, რომ  ს.რ.-ი იყო სტუდენტი, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლით, პენსიის 23 წლის ასაკამდე გაგრძელების საფუძველია. ს.რ.-ს უარი განუცხადეს პენსიის აღდგენაზე. I და II სასამართლო ინტანციებში საქმის განხილვის შედეგად საიას სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

2009-10-31 10:09 სრულად ნახვა

საიას თავმჯდომარე დიმიტრი შაშკინს წერილობით მიმართავს

ბატონო დიმიტრი,გაცნობებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას  მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს რამდენიმე კოლექტიური განცხადებით მომართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა.

2009-10-27 20:00 სრულად ნახვა

საია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ინიციატივას ეხმაურება

საია ეხმიანება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისაგან დამოუკიდებლობის პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებლობის შესახებ საქართევლოს კანონთან შემდეგი გარემოებების გამო:

2009-10-20 20:00 სრულად ნახვა