სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონო გადაწყვეტილებად მიიჩნევს

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა 2012 წლის 31 ივლისს შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მიგვაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღება უკანონო გადაწყვეტილებაა შემდეგ გარემოებათა გამო: - მაესტროს ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია; სასამართლო არათუ აღწერს და აფასებს რაიმე მტკიცებულებას, არამედ საერთოდ არ ახსენებს არც ერთ მათგანს. განჩინებაში მოყვანილია მწირი თეორიული და ჰიპოთეტური მსჯელობა „სტუდია მაესტროს“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ჩადენაზე. მოსამართლე, ერთი მხრივ, უთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, თუმცა, დასაბუთებაში მსჯელობს იმაზე, რომ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დანაშაულის შესაძლო ჩადენის საფუძვლით დაედო, რაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობაა;  

2012-07-31 09:25 სრულად ნახვა

საიას განცხადება „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით

ამა წლის 26 და 27 ივლისს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრებისა და პროექტ „კარდაკარში“ მონაწილე 15 პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშები ასევე დაუყადაღეს „ქართული ოცნების“ 4 აქტივისტს ზუგდიდში. ამ დრომდე საბანკო ანგარიშების მფლობელებისათვის უცნობია ყადაღის დადების საფუძველი, დასაბუთება და მტკიცებულებები. მათივე განმარტებით, არ ჩაბარებიათ შესაბამისი გადაწყვეტილებაც. ამგვარად, ამ ეტაპზე ისინი მოკლებულნი არიან რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების მოხდენის შესაძლებლობას. ქართული კანონმდებლობა ყადაღის რამდენიმე სახეს იცნობს, რომელნიც განსხვავებული რეგულირების სფეროში არიან მოქცეულნი. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე გამოტანილი დაყადაღების გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მხოლოდ 48 საათია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისათვის დროულად მიწოდების მნიშვნელობას.  ამ ეტაპზე უცნობია, ყადაღის რომელი სახეა გამოყენებული, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით ხდება აღნიშნული ღონისძების გამოყენება ან რომელი კანონი უდევს მას საფუძვლად. მიუხედვად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას მასშტაბური ხასიათი აქვს, რასაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, ამ დრომდე არც ერთ უწყებას ოფიციალური განმარტება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

2012-07-27 15:55 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმიანება ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას სამი უცნობი პირი აშანტაჟებდა და ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა, ხოლო ამის სანაცვლოდ, ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობდა. ნოდარ ჩაჩუას თქმით, უცნობი პირები მას სთხოვდნენ ინფორმაციას ტელევიზიაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, აიძულებდნენ, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა „მეცხრე არხის“ თანამშრომელ მამაკაცთან. მისივე განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა მას თავი გააცნეს რაღაც „სამსახურის“ წარმომადგენლებად, რომლებიც „ადამიანებს უგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს“. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა მოახერხა უცნობი პირების რამდენიმე მაიდენტიფიცირებელი  ნიშნის მითითება. კერძოდ, ცნობილია ტელეფონის ნომერი, საიდანაც მას ურეკავდნენ და იმ ავტომობილის სერია და სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ეს პირები გადაადგილდებოდნენ.

2012-07-27 14:37 სრულად ნახვა

საიამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

  2012 წლის 26 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ და ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარეგანათების  სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარეგანათების  სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ანგარიში“ დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესთან და ამ პროცესში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებთან. როგორც მონიტორინგის ანგარიშიდან ირკვევა სატენდერო კომისიის მუშაობის დროს ხშირად ირღვეოდა კანონით გათვალისწინებული ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა:  

2012-07-26 11:36 სრულად ნახვა

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ფაქტებს, როდესაც ჟურნალისტებს თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობა შეეზღუდათ: 2012 წლის 22 ივლისს სოფელ შაუმიანში მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოსახლეობის ჩაწერის საშუალება არ მისცეს. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია 2012 წლის 25 ივლისს  პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, სადაც ჟურნალისტებს  არ ჰქონდათ საშუალება, ეს მოვლენა გაეშუქებინათ.

2012-07-26 09:19 სრულად ნახვა

საია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მომხდარ ინციდენტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს

საია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, რა დროსაც მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ,  შეხვედრაზე მისულ საქართველოს პრეზიდენტს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრონ, არ ეძლევათ მოსაზრებების გამოთქმის საშუალება და უფრო მეტიც, ხდებიან სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლნი. ამ საკითხთან დაკავშირებით, 2012 წლის 25 ივლისს საიამ პრესკონფერენცია გამართა. გუშინ, 24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრაზე დასასწრებად მისული იყო ამავე სოფლის მკვიდრი, როზა წყაბელიაც,  რომელსაც არ მიეცა საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემის შესაძლებლობა და გახდა  დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პრეზიდენტთან შესახვედრად მისული და სხვადასხვა პრობლემებზე საუბრის მსურველი მოქალაქეების მიმართ ძალადობის პირველი შემთხვევა. ამა წლის 16 ივნისს ანაკლიაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისული 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ. 2011 წლის 26 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, პრეზიდენტისათვის წერილის გადაცემის მსურველი 53 წლის ლამზირა ყორჩიშვილი, მისივე განმარტებით, შეხვედრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.

2012-07-25 14:27 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუქმოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის #241-ე ბრძანებაში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს საკონსულო აღრიცხვის გასავლელად სხვა დოკუმენტებთან ერთად, საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა მოეთხოვება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა. უფრო მეტიც, კანონმდებლობამ შესაძლოა ხელოვნურად გააჩინოს ამ პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, რაც საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვას წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობა განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქის მიერ ადგილსამყოფელ ქვეყანაში სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის საფუძველი. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 11 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საკონსულო აღრიცხვის გასავლელად დამატებით საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა მოეთხოვებათ.

2012-07-24 12:41 სრულად ნახვა

საიას განცხადება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქციასთან დაკავშირებით

  ამა წლის 18 ივლისს, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საკუთარ ვებ-გვერდზე წამახალისებელი აქციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომპანია იწყებს ახალ აქციას სახელწოდებით „გადაიხადე მხოლოდ 50%“. აქციის ფარგლებში, რეგიონებში 2010 წლიდან დღემდე დავალიანების მქონე ყველა აბონენტს გადასახადი გაუნახევრდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს აქციის მოქმედების პერიოდი: ის დაიწყო 18 ივლისს და გრძელდება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე. კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვაშილავას განცხადებით: ,,კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება ჯამში დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს და ეს აქცია მოსახლეობას მისცემს საშუალებას შეამცირონ გადასახადის ოდენობა. აქციის ფარგლებში აბონენტებმა რეგიონებში არსებულ სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ და მათზე რიცხული დავალიანება დააზუსტონ. ამის შემდეგ დაზუსტებული დავალიანების აქტს კომპანიის წყალმომარაგების აგენტი აბონენტს სახლში მიუტანს და დავალიანების 50% ავტომატურად ჩამოეჭრებათ". გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს აღნიშნულ კომპანიაში, ხოლო მის მიერ ინიცირებული აქციის მოქმედების პერიოდი წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ჩნდება ეჭვები და კითხვები, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევას ან უფრო მეტი, ამომრჩევლის მოსყიდვას ხომ არა აქვს ადგილი.  

2012-07-24 11:17 სრულად ნახვა

საიას წარმატებული საქმები - ივნისი, 2012

  საიას დახმარებით, 79 წლის ქალბატონი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლდა საიას თბილისის ოფისი საადვოკატო დახმარებას უწევდა 79 წლის მ.კ-ს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარმა სამმართველომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-41 ნაწილით, 700 ლარით დააჯარიმა (სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა განმეორებით, წლის განმავლობაში, წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება). აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მ.კ-ს ასევე დაეკისრა საურავის გადახდა 500 ლარის ოდენობით. საიას მონაწილეობით, სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა ქალბატონ მ.კ-ს უდანაშაულობა. შესაბამისად, დადასტურდა, რომ, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, საქმის გარემოებები არასათანადოდ იყო გამოკვლეული. მ.კ-მ 1996 წელს, ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა მანქანა და მას შემდეგ არავითარი კავშირი აღარ ჰქონია ხსენებულ სატრანსპორტო საშუალებასთან. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაუქმდა როგორც დაჯარიმების, ასევე ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ მიღებული დადგენილებები.

2012-07-24 09:23 სრულად ნახვა

„სტუდია მონიტორის“ საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს

2012 წლის 22 ივლისს  ააიპ „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს ოფისი გაქურდული დახვდათ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „სტუდია მონიტორის“ ოფისიდან  ექვსი პერსონალური კომპიუტერი, ორი  სამონტაჟო,  ორი კამერა, ერთი შტატივი და ერთი  ფლიპ კამერაა წაღებული. აპარატურასთან ერთად ასევე დაკარგულია ჟურნალისტების სამუშაო მასალები. „სტუდია მონიტორი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გაერთიანებას, რომელიც  მნიშვნელოვან  საქმიანობას ახორციელებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით. აღნიშნული სტუდია ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს და შესაბამისად, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საზოგადოების წინაშე.  „სტუდია მონიტორი“  2005 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა და ამ პერიოდიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და სარგებლობს საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მომსახურებით.

2012-07-23 08:54 სრულად ნახვა