1997 წლის 12 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეკომენდაციით 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს დღე წამების აღმოფხვრისა და 1987 წლის 26 ივნისს ამოქმედებული წამების საწინააღმდეგო კონვენციის ეფექტური მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით აღინიშნება.
2012-11-20 21:51 სრულად ნახვამრავალი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სამართალწარმოება საიას სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა. ასოციაციამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო პრაქტიკის დამკვიდრებაში. ამჟამად საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულებას აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA).
2012-11-20 21:40 სრულად ნახვადემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და უსაფრთხო მსოფლიო 2009 წლიდან ერთობლივად ახორციელებენ პროგრამას, რომლის მიზანია, დავეხმაროთ ფართო საზოგადოებას ოთხ სამიზნე რეგიონში (სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი), გააანალიზოს და დაგეგმოს მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ხელი შეუწყოს უფრო მეტად კონსტრუქციულ დისკუსიებს ფართო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. აღნიშნული პროექტის სხვადასხვა ფაზა დაფინანსებულ იქნა ნაწილობრივ ევროკავშირისა და ნაწილობრივ დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების ფონდის მიერ.
2012-11-20 21:37 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საწესდებო მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას საკანონმდებლო პროცესში მისი აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს. საია წლების მანძილზე უწყვეტად ახორციელებს კანონშემოქმედებითი პროცესის მონიტორინგს, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს პარლამენტში ინიცირებულ მნიშვნელოვან კანონპროექტებთან დაკავშირებით და წარადგენს ორგანიზაციის სამართლებრივ შეფასებებს, შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს საკომიტეტო მოსმენებისას.
2012-11-20 21:32 სრულად ნახვასაიას იურიდიული განათლების პროგრამა იმდენივე წელს ითვლის რამდენასაც თვით ორგანიზაციის ისტორია. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საია დაფუძნდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა ქვეყანაში საგანამანათლებლო სისტემა მოშლილი იყო. ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლების დამთავრების შემდეგ რჩებოდნენ „ფარატინა ქაღალდის“ - დიპლომის ამარა და პრაქტიკული მუშაობისათვის არ გააჩნდათ არავითარი უნარ-ჩვევები. ქვეყანა კი ამ დროს ინსტიტუციური რეფორმების პროცესში იყო გახვეული და დღითიდღე პრობლემური ხდებოდა კვალიფიციური იურისტების პოვნა.
2012-11-20 21:17 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მრავალი წელია მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ამჟამად მიმდინარეობს პროექტი ”სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლბების დაცვის სფეროში”, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სპეციალური უნარჩვევების განვითარება და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. პროექტი ხორციელდება ”ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან” და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ”ADRA”-თან ერთად. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
2012-11-20 21:15 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ. პროექტის ხანგრძლივობა 06.12.2010 – 30.09.2014
2012-11-20 21:09 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან, 1994 წლიდან, აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. არჩევნებზე დაკვირვებისას საია მუდმივად და მკაცრად იცავს ნეიტრალურ პოზიციას.
2012-11-20 21:04 სრულად ნახვაანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა დღემდე რჩება საიას საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. Aამ მხრივ აქტიურ საქმიანობს საია 2011 წელში პროექტის “ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართვლოში” ფარგლებში აგრძელებდა. პროექტი დაფინანსებულია “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” (OSI) მიერ. პროექტში ჩართული იყო, როგორც საიას ცენტრალური ოფისი, ასევე ქუთაისის და აჭარის ფილიალები.
2012-11-20 21:00 სრულად ნახვა