სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში წერილობითი მოსაზრებები წარადგინა

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს კომისია განსაზღვრავს. GNCC-მ 2012 წლის 18 ივლისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დადგენილების მისაღებად. საიას მიერ წარდგენილი რეკომენდაციები შეეხებაა დადგენილების პროექტს, რომელიც საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. მიგვაჩნია, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილ პროექტში დეტალურადაა გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც მედიისათვის საქართველოს საარჩევნო კოდექსითაა დადგენილი. თუმცა ამავდროულად პროექტში შეინიშნება მნიშვნელოვანი ლაფსუსები, რომელმაც შესაძლოა მედიაორგანიზაციების მუშაობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. “

2012-08-15 14:10 სრულად ნახვა

საარჩევნო აკრედიტაციის წესი - რეკომენდაციები მედიისათვის

მედია მეოთხე ხელისუფლებად და სახელმწიფოს მაკონტროლებელ რგოლად მიიჩნევა. პრესა და ტელევიზია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების უდიდესი ბერკეტია. შესაბამისად, მედიის როლი საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ფაქტების აღწერისა, კენჭისყრის შედეგების სანდოობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მედიის წარმომადგენლების შეფასება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს. თუმცა აღნიშნული უფლების მოპოვებისათვის სავალდებულოა შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტაციის გავლა.

2012-08-15 08:08 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუყოვნელივ გააუქმოს კანონსაწინააღმდეგო აქტი

2012 წლის 6 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც მთელი რიგი ვალდებულებები უდგინდებათ საარჩევნო სუბიექტებს, მაუწყებლებსა და გაზეთებს. კერძოდ, ბრძანების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა წინასწარ უნდა გადაიხადონ ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება. ასევე, საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.  

2012-08-15 07:47 სრულად ნახვა

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დამკვირვებლებსა და დიპლომატიურ კორპუსს

  კამპანია „ეს შენ გეხებამ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლოდროინდელ საქმიანობასა და წინსაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, 2012 წლის 10 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ, კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს გამოვეხმაუროთ ამ რთულ წინასაარჩევნო პერიოდში ბოლო დროს განვითარებულ კიდევ უფრო კრიტიკულ მოვლენებს, მოკლედ შევაჯამოთ არსებული ვითარება და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამა წლის პირველი იანვრიდან ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესებსა და მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ამ თვალსაზრისით, ჩვენი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ კვლავ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა რჩება. ამ ხნის განმავლობაში, დაგვიგროვდა მდიდარი მასალა, რაც უკვე გვაძლევს შესაძლებლობას პირველადი და ზოგადი შეფასება მივცეთ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. მართლაც, თავისი ინტენსივობითა და მასშტაბით უპრეცედენტოა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო დაწესებულებები იჩენენ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართ. ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა წინასაარჩევნო თვალსაზრისით არის მეტისმეტად მიკერძოებული და ორიენტირებულია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისაკენ. არა ერთი სერიოზული ბრალდება, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულებებისა თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შეეხება, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მისი საქმიანობის დასაწყისში ცდილობდა საკუთარი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიუკერძოებლად წარმოეჩინა, თუმცა დღეს ამ მცდელობასაც არა აქვს ადგილი. მმართველი პარტიის მიმართ მიღებული მცირე მასშტაბის, არაადექვატურად მცირერიცხოვანი გადაწყვეტილებები, რა დროსაც სრული რეაგირების გარეშეა დაჩენილი მსხვილი დარღვევები, გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად მმართველი პარტიის ხელში კიდევ ერთ ბერკეტს წარმოადგენს და მისი საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით არ მიმდინარეობს.

2012-08-10 12:54 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 05 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 05 აგვისტოს ბათუმში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 05 აგვისტოს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

2012-08-03 09:21 სრულად ნახვა

საია შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონო გადაწყვეტილებად მიიჩნევს

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა 2012 წლის 31 ივლისს შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მიგვაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღება უკანონო გადაწყვეტილებაა შემდეგ გარემოებათა გამო: - მაესტროს ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია; სასამართლო არათუ აღწერს და აფასებს რაიმე მტკიცებულებას, არამედ საერთოდ არ ახსენებს არც ერთ მათგანს. განჩინებაში მოყვანილია მწირი თეორიული და ჰიპოთეტური მსჯელობა „სტუდია მაესტროს“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ჩადენაზე. მოსამართლე, ერთი მხრივ, უთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, თუმცა, დასაბუთებაში მსჯელობს იმაზე, რომ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დანაშაულის შესაძლო ჩადენის საფუძვლით დაედო, რაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობაა;  

2012-07-31 09:25 სრულად ნახვა

საიას განცხადება „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით

ამა წლის 26 და 27 ივლისს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრებისა და პროექტ „კარდაკარში“ მონაწილე 15 პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშები ასევე დაუყადაღეს „ქართული ოცნების“ 4 აქტივისტს ზუგდიდში. ამ დრომდე საბანკო ანგარიშების მფლობელებისათვის უცნობია ყადაღის დადების საფუძველი, დასაბუთება და მტკიცებულებები. მათივე განმარტებით, არ ჩაბარებიათ შესაბამისი გადაწყვეტილებაც. ამგვარად, ამ ეტაპზე ისინი მოკლებულნი არიან რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების მოხდენის შესაძლებლობას. ქართული კანონმდებლობა ყადაღის რამდენიმე სახეს იცნობს, რომელნიც განსხვავებული რეგულირების სფეროში არიან მოქცეულნი. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე გამოტანილი დაყადაღების გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მხოლოდ 48 საათია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისათვის დროულად მიწოდების მნიშვნელობას.  ამ ეტაპზე უცნობია, ყადაღის რომელი სახეა გამოყენებული, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით ხდება აღნიშნული ღონისძების გამოყენება ან რომელი კანონი უდევს მას საფუძვლად. მიუხედვად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას მასშტაბური ხასიათი აქვს, რასაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, ამ დრომდე არც ერთ უწყებას ოფიციალური განმარტება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

2012-07-27 15:55 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმიანება ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას სამი უცნობი პირი აშანტაჟებდა და ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა, ხოლო ამის სანაცვლოდ, ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობდა. ნოდარ ჩაჩუას თქმით, უცნობი პირები მას სთხოვდნენ ინფორმაციას ტელევიზიაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, აიძულებდნენ, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა „მეცხრე არხის“ თანამშრომელ მამაკაცთან. მისივე განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა მას თავი გააცნეს რაღაც „სამსახურის“ წარმომადგენლებად, რომლებიც „ადამიანებს უგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს“. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა მოახერხა უცნობი პირების რამდენიმე მაიდენტიფიცირებელი  ნიშნის მითითება. კერძოდ, ცნობილია ტელეფონის ნომერი, საიდანაც მას ურეკავდნენ და იმ ავტომობილის სერია და სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ეს პირები გადაადგილდებოდნენ.

2012-07-27 14:37 სრულად ნახვა

საიამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

  2012 წლის 26 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ და ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარეგანათების  სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარეგანათების  სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ანგარიში“ დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესთან და ამ პროცესში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებთან. როგორც მონიტორინგის ანგარიშიდან ირკვევა სატენდერო კომისიის მუშაობის დროს ხშირად ირღვეოდა კანონით გათვალისწინებული ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა:  

2012-07-26 11:36 სრულად ნახვა

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ფაქტებს, როდესაც ჟურნალისტებს თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობა შეეზღუდათ: 2012 წლის 22 ივლისს სოფელ შაუმიანში მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოსახლეობის ჩაწერის საშუალება არ მისცეს. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია 2012 წლის 25 ივლისს  პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, სადაც ჟურნალისტებს  არ ჰქონდათ საშუალება, ეს მოვლენა გაეშუქებინათ.

2012-07-26 09:19 სრულად ნახვა