სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 15 ივლისს გორში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 15 ივლისს გორში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ გორში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 15 ივლისს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

2012-07-13 09:03 სრულად ნახვა

საია გმობს კარალეთში მომხდარ ინციდენტს

  გუშინ, 12 ივლისს, ქალაქ გორში კარალეთის დევნილთა დასახლებაში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლას ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. ინტერნეტ-გამოცემა qartli.ge-ს რედაქტორის საბა წიწიკაშვილის განცხადებით, ის შეხვედრას იღებდა კარალეთში, დევნილთა დასახლებაში, რა დროსაც  ქალაქ გორის მაცხოვრებლებმა - გიგი და გოგიტა გოჩაშვილებმა, ასევე ქურთის თემის გამგეობის თანამშრომელმა ლევან მაისურაძემ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოქალაქეების ერთი ჯგუფი გამოხატავდა აშკარა აგრესიას საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩასული აქტივისტების მიმართ. სააგენტო ინფო-9-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან აშკარად ჩანს აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ცალკეული პირები მასმედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს ესროდნენ ქვებსაც, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. სახალხო დამცველის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამ ეტაპზე დაშავებულები არიან სააგენტო "ინფო-9"-ის წარმომადგენლები: თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, "მე-9 არხის" ჟურნალისტები: ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია "თრიალეთის" წარმომადგენლები: ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. სამწუხაროდ, აღნიშნული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე კვლავ არ იმყოფებოდა პოლიცია. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკების თავიდან აცილებას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ერთი მოქალაქე ცდილობდა.  

2012-07-13 07:11 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებენ ხელისუფლებას განმარტონ, რის საფუძველზე ხდება "მაესტროს" სატელიტური თეფშების დაყადაღება

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მთავარ პროკურატურას გამოაქვეყნონ შესაბამისი მტკიცებულებები და წარმოადგინონ ადეკვატური იურიდიული განმარტებები ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ იმპორტირებული სატელიტური თეფშების დაყადაღების შესახებ. სატელიტური თეფშების დამონტაჟების აღკვეთა, რომლის გავრცელებაც, "მაესტროს" განცხადებით, მის მფლობელთა დაფინანსებით მოხდება, შესაძლოა საზოგადოების მიერ მედიის ხელმისაწვდომობის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად იყოს აღქმული. მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს პროპორციული და უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. ასევე, ნათლად და საჯაროდ უნდა განიმარტოს,  რატომ არის "მაესტროს" მიერ თეფშების გავრცელება ამორჩევლის მოსყიდვა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, "მაესტროს" მიერ ანტენების დისტრიბუციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა და შესაბასმისად აქციის პირობები ცნობილი არ არის. მიმდინარე წლის 3 ივლისს მაესტროს დირექტორმა ილია კიკაბიძემ media.ge-ს განუცხადა: „ხელშეკრულებაზე ჩვენი იურისტები მუშაობენ.ახლა არ შემიძლია გითხრათ, კონკრეტულად რა ეღირება ეს თეფშები, ან რა პირობები იქნება. მაგრამ გადასახადს ძალიან მინიმალურს,სიმბოლურ თანხას დავაწესებთ“.

2012-07-11 16:41 სრულად ნახვა

საია მიიჩნევს, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეასრულოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება

  2012 წლის 10 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე  განმარტება გაკეთდა. განცხადების თანახმად, „კორტებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს პროკურატურის 2007 წლის 19 აპრილის დადგენილება, რომელშიც ნათქვამია – ციტატა: ”ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე ვაზაგაშვილის, ხუბულოვის, ფუთურიძის წინააღმდეგ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეიარაღებული იყვნენ,”—ციტატის დასასრული.  ეს ფორმულირება პროკურატურის ოფიციალური შეფასებაა ამ ფაქტთან დაკავშირებით. მოამბე ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს და თავად არ აძლევს კვალიფიკაციას ამა თუ იმ პირის ქმედებას.“ 2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას.  გადაცემაში დეტალურად იყო განხილული 2006 წლის 02 მაისს მომხდარი ინცინდენტი, რომლის დროსაც ზურა ვაზაგაშვილი გარდაიცვალა.  სიუჟეტში აღინიშნა, რომ  ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს  გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.  

2012-07-11 09:25 სრულად ნახვა

პასუხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2012 წლის 5 ივლისს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ის პასუხობს 28 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოაქვეყნებულ წერილს - „რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი?“ განცხადებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური არა მხოლოდ იმ არგუმენტებს განიხილავს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოსვლასა და წარდგენილ მტკიცებულებებს, არამედ ის ცდილობს ასევე გამართლება მოუძებნოს სასამართლოს ცალკეულ ქმედებებსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რითაც ის სცდება საკუთარ უფლებამოსილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საკმაოდ თამამ და ხმამაღალ დასკვნას“  უწოდებს  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილების შეფასებას, თუმცა, ამავდროულად, არ გვთავაზობს დასაბუთებულ არგუმენტებს ჩვენ მიერ წარდგენილი ობიექტური და მიუკერძოებელი არგუმენტების გასაბათილებლად.

2012-07-10 10:11 სრულად ნახვა

საია მიესალმება სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას

2012 წლის 9 ივლისს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. 2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას.  გადაცემაში დეტალურად იყო განხილული 2006 წლის 02 მაისს მომხდარი ინცინდენტი, რომლის დროსაც ზურა ვაზაგაშვილი გარდაიცვალა,   სიუჟეტში აღინიშნა, რომ  ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს  გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.

2012-07-10 07:42 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ადვოკატებს სემინარზე

“არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან” საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი  იწვევს ადვოკატებს სემინარზე “არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან”. სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატებისათვის. სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები. სემინარს ორგანიზებას უწევს საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი. სემინარს აფინანსებს ევროპის საბჭო. სასემინარო კურსი აკრედიტაციაზე წარდგენილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში სემინარში მონაწილე ადვოკატს  მიენიჭება 3 კრედიტი.

2012-07-10 07:37 სრულად ნახვა

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ეხმაურება

  ბოლო პერიოდში  გახშირდა ,,ინფო 9“-ს წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც დასტურდება ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეო მასალებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთელი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებს კამერით დაჰყვებიან მათთვის უცნობი პირები, რომლებიც „მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებად აცნობენ თავს, უსვამენ  შეკითხვებს პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების სფეროდან. ასეთ პირობებში ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. უცნობი პირები ამგვარი  ინტენსიური ქმედებებით  სცილდებიან გამოხატვის თავისუფლებით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს და იჭრებიან სხვის პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში. ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ ,,ინფო 9“-ს წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ქმედებებში იკვეთება  დანაშაულის ნიშნები.

2012-07-09 12:38 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრენინგზე ჟურნალისტებს იწვევს

“საქართველოს საგადასახადო სისტემა და გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის მექანიზმები” ტრენინგი ორდღიანი და ჩატარდება ბაზალეთის ტბაზე დილის 10.00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩატარდება 2 იდენტური ტრენინგი. - პირველი ტრენინგის ჩატარების თარიღია -  2012 წლის 21-22 ივლისი - მეორე ტრენინგის ჩატარების თარიღია – 2012 წლის 28-29 ივლისი ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.

2012-07-09 08:51 სრულად ნახვა

საიას მოსაზრება ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე

2012 წლის 24 ივნისს საია–მ გაავრცელა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. საია–ს განცხადებაში, აღნიშნული განჩინების კანონიერება სხვა გარემოებებთან ერთად, შეფასებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151–ე მუხლის საფუძველზე და აღინიშნა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება მიღებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსგან მიღებულ იქნა სამართლებრივი ანალიზი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სსსკ–ის 151–ე მუხლზე. ამის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევთ დამატებითი პოზიციის წარმოდგენისას ჩვენი მსჯელობა ასევე შემოიფარგლოს მხოლოდ სსსკ–ის 151–ე მუხლით და მის ჭრილში ჩვენი პირველადი შეფასების კიდევ ერთხელ წარმოდგენით.  

2012-07-06 18:59 სრულად ნახვა