სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

"სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიამ" ქსნის ციხესთან აქცია გამართა

  რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიამ“ 2012 წ. 2 ივლისს ქსნის ციხესთან აქცია გამართა. განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია" სოლიდარობას უცხადებს პატიმრებს და უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნებს: 1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება #15 დაწესებულებაში მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით;

2012-07-02 15:06 სრულად ნახვა

საიას წარმატებული საქმეები

სამოქალაქო საქმე თ.ა. ი.მ-ს, ი.გ-სა და ი.გ-ს წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე თ.ა-ს, რომელიც 1996 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ფლობდა საცხოვრებელ სახლს. მესაკუთრეებთან - ი.მ-ს, ი.გ-სა და ი.გ-სთან დადებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მას გადახდილი ჰქონდა 4000 აშშ დოლარი, თუმცა, არ იყო რეგისტრირებული სადავო ფართში. თ.ა-ს მოვუმზადეთ სარჩელი, რომლითაც საია ითხოვდა სადავო ფართის მოსარგებლედ თ.ა-ს აღიარებას და, მოპასუხეებისთვის ფართის ღირებულების (32000 აშშ დოლარის) 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრედ ცნობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. მისი განმარტებით, თ.ა. არ წარმოადგენდა ფართის მოსარგებლეს, ვინაიდან მას არც წერილობითი ხელშეკრულება გააჩნდა და არც სადავო ფართში იყო რეგისტრირებული. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ თ.ა. მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მოსარგებლედ. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, სადაც მხარეებს შორის მოხდა მორიგება, რომლითაც ი.მ-მ, ი.გ-მ და ი.გ-მ აიღეს ვალდებულება, მორიგების აქტის დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში, თ.ა-სთვის გადაეხადათ 27000 აშშ დოლარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები ვერ შეძლებენ დათქმულ ვადაში 27000 აშშ დოლარის გადახდას, ძალაში შევა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

2012-07-02 11:29 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 01 ივლისს მცხეთაში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 01 ივლისს მცხეთაში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ მცხეთაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 01 ივლისს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

2012-06-29 15:55 სრულად ნახვა

საიამ #15 დაწესებულების მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებების თაობაზე პრესკონფერენცია გამართა

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის  ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს. განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხოფაზე. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია შეხვდა  ცხრა მსჯავრდებულს, რომლებმაც ქსნის #15 დაწესებულებიდან ა.წ. 24 ივნისს გადაიყვანეს #1 დაწესებულებაში.  მსჯავრდებულებმა საიას ადვოკატებთან საუბრისას დაასტურეს კოლექტიურ განცხადებაში მითითებული ფაქტები და შვიდმა მათგანმა განაცხადა თანხმობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათი ახსნა-განმარტებები გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. მეტიც, სამი მსჯავრდებული,  ბესიკ გულედანი, ზურაბ ნასყიდაშვილი, და პაატა მოდებაძე თანახმანი არიან, რომ მოხდეს მათი სახელებისა და გვარების გასაჯაროება; რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი ამ ეტაპზე  თავიანთი ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. მსჯავრდებულებთა განცხადებით მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის უკანონო ქმედებებს ადგილი ქონდა, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისას, ასევე შემდგომ პერიოდშიც. პატიმართა ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა შემდეგი ტიპის უკანონო ქმედებები:

2012-06-29 13:40 სრულად ნახვა

„ეს შენ გეხებას“ განცხადება must carry”-სა და „must offer”-ის მიმდინარე საკანონმდებლო პროცესზე

სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები  მიესალმებიან საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს ე.წ „must carry”-სა და „must offer”-ის პრინციპების კანონმდებლობაში დანერგვის თაობაზე, რომელიც  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს საერთო მაუწყებლის გადაცემას ავალდებულებს. აღსანიშნავია, რომ „ეს შენ გეხებას“ მონაწილეების მიერ საკომიტეტო განხილვებისას წარდგენილი რეკომენდაციების შედეგად კანონპროექტი  გაუმჯობესდა.  თუმცა, მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულებების მოქმედების პერიოდი კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზია. კერძოდ, კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციის მიხედვით, აღნიშნული პრინციპების ამოქმედება სავალდებულო იქნება არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე, რაც სრულად არ მოიცავს საარჩევნო პერიოდს.  შესაბამისად, აღნიშნული კანონის ამოქმედება ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას,  როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე  არჩევნების შედეგების და საარჩევნო პროცესის საბოლოო შეფასებებების თაობაზე. მივიჩნევთ, რომ კანონპროექტმა სრულად უნდა მოიცვას საარჩევნო პერიოდი და აღნიშნული პრინციპების მოქმედება დაადგინოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გაიზიაროს რეკომენდაცია კანონის მოქმედების ვადის გაზრდის თაობაზე და ასახოს იგი კანონპროექტში.  

2012-06-29 12:49 სრულად ნახვა

რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2012 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს (თსს) მოსამართლეების კობა გოცირიძისა და ნანა დარასელიას მიერ ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ უკანონო შემოწირულება განახორციელა. კონტროლის პალატის მტკიცებით, ერთ შემთხვევაში, ივანიშვილმა თავის ძმას - ალექსანდრე ივანიშვილს გადასცა თანხა, რაც გამოყენებულ იქნა „გლობალ ტვ”–ს მიერ მოსახლეობისათვის სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოთვლით, ანტენების საბაზრო ღირებულება 12 მილიონ 622 ათას 19 ლარს შეადგენდა. მეორე შემთხვევაში კი კომპანიებმა შპს „ელიტა ბურჯმა” და „ბურჯმა” პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო” სიმბოლურ ფასად მიაქირავეს 239 ავტომობილი, მაშინ როდესაც მომსახურების საბაზრო ღირებულება 2 მილიონ 242 ათასი ლარი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კომპანიების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა. ზემოხსენებული გადაწყვეტილებების მიღებას ორი სასამართლო სხდომა დასჭირდა, რომლებიც 8 და 11 ივნისს გაიმართა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. სასამართლო პროცესების მიმდინარეობით, არსებული მტკიცებულებებისა და კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილ მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება არ იყო კანონის შესაბამისი შემდეგი მიზეზების გამო:

2012-06-28 11:27 სრულად ნახვა

საია შიდა ქართლის რეგიონში პოლიტიკური შეხედულებების გამო ძალადობას ეხმაურება და სამართალდამცავებს აღნიშნული ქმედებების პრევენციისაკენ მოუწოდებს

  საია ეხმაურება 2012 წლის 26 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში და ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე წარმოშობილი ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან პასიურობა და, ასევე, საჯარო სამსახურის პოლიტიზაცია. მერეთში შეკრებილი ადამიანების ერთი ჯგუფი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავდა სოფელში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩასული კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მიმართ. ბოლოს, მოქალაქეებს შორის უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბსა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა. ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა საზღვრისპირა სოფლის გასწვრივ, სადაც მუდმივად პატრულირებენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, თუმცა პოლიციას არ გაუტარებია არავითარი ღონისძიება ძალადობის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას შეკრების თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ექიმები სიცოცხლისათვის ავსტრიის წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: შეკრების მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მათი შეხედულებების ღიად გამოხატვის შესაძლებლობა ოპონენტების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის შიშის გარეშე. სახელმწიფო არა მხოლოდ მაშინ არღვევს ადამიანის შეკრების უფლებას, როდესაც უშუალოდ ხელს უშლის დემონსტრაციის ჩატარებას, არამედ მაშინაც, როდესაც დემონსტრანტებსა და სხვა კერძო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ინარჩუნებს პასიურ პოზიციას და არაფერს აკეთებს იმ ძალადობის პრევენციისათვის, რაც შეუძლებელს ხდის მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას.

2012-06-27 13:42 სრულად ნახვა

საია იმ მოქალაქეების საქმის შესწავლას ითხოვს, რომლებიც ფონდ ,,ქომაგისთვის” დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ მოწმის სახით დაიკითხნენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები გაესაუბრნენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფონდ ,,ქომაგისთვის” დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ მოდულის შენობაში მოწმის სახით დაიკითხნენ. მოქალაქეების - გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას მონათხრობების ურთიერთშეჯერების შედეგად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს. ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ ,,ქომაგს”. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით მოდულის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ. მართალია, მოდულის შენობაში დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, მათთვის არ აუხსნიათ. სამ მათგანს არ განემარტა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ მოწმის სახით დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს უწყება, სადაც ,,აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი”. მოწმის იძულებითი წესით მიყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას. აქვე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ნ.ბელქანიას განცხადებით, მას სამუშაო ადგილას მიაკითხეს პოლიციელებმა, რომელთაც მანქანაში მისი არასრულწლოვანი შვილი ეჯდათ.

2012-06-27 13:40 სრულად ნახვა

საიამ და სახალხო დამცველმა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს.წელს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმა.  კერძოდ, 26 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა და საიას თავმჯდომარემ დიღმის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორებს გადასცეს პოსტერები და ბროშურები. აღნიშნული ბროშურები და პოსტერები,   ხელს შეუწყობს თავისუფლებააღკვეთილ პირთა ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ, რაც თავის მხრივ გარკვეულ როლს შეასრულებს არასათანადო მოპყობისა და წამების პრევენციის კუთხით. უფრო მეტიც, პოსტერები და ბროშურები ხელს შეუწყობს დაწესებულების თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და ამაღლებასაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის.პოსტერები და ბროშურები, რომლებიც მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის “პატიმართა უფლებების გაუმჯობესება-ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში, განკუთვნილია როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთათვის. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ეროვნული უმცირესობების გათვალისწინებით, პოსტერები და ბროშურები მომზადდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

2012-06-26 11:08 სრულად ნახვა

საიას განცხადება შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრების დაყადაღებასთან დაკავშირებით

2012 წლის 21 ივნისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ყადაღა დაადო შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს (ანტენებს, რესივერებს, მიმღების თავაკებს). ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიმდინარეობდა ცალკეული პირების მიერ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხული ანტენებითა და რესივერებით საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე. პროკურატურის განცხადებით, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდებოდა ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომლებიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებულ ტექნიკურ საშუალებებს დაედო ყადაღა. მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება გაატაროს ეფექტური ღონისძიებები დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. თუმცა, აღნიშნული პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანობის პრინციპისა და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით. აქვე, სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, როდესაც შეზღუდვების გავრცელება მედიის სფეროს ეხება. ვფიქრობთ, 2012 წლის 21 ივნისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო:

2012-06-24 07:19 სრულად ნახვა