სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ლობისტურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანია მხოლოდ საქართველოს საზღვრებში არ მიმდინარეობს. უკანასკნელ თვეებში, ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური ფირმები დაიქირავეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება მიიჩნევენ, რომ უცხოელი ლობისტების როლი და მათი საქმიანობის შესაძლო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე უფრო ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი უნდა გახდეს.როგორც ინტერნეტ-საიტ Civil.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, საქართველოს მთავრობა სულ მცირე 1,83 მლნ. აშშ დოლარს უხდის ვაშინგტონში მოქმედ ლობისტებს (the Podesta Group, Orion Strategies LLC, Prime Policy Group, Gephardt Group Government Affairs, LynxDC), ასევე კონსულტანტ გრეგორი ა. მანიატისს. მათ მიერ გასაწევი მომსახურება მოიცავს სტრატეგიულ რჩევებს, მხარდაჭერას კომუნიკაციის სფეროში, ლობისტურ საქმიანობას და “სამთავრობო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მომსახურებას” ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სა და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, და “დემოკრატიის საკითხები”, ასევე “დახმარებას წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.”

2012-09-06 17:11 სრულად ნახვა

საია მიუღებლად მიიჩნევს ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდების პარტიული მიზნებისათვის გამოყენებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებ-გვერდებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების გაშუქების ფაქტებს, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული ნათლად მეტყველებს ადგილობრივ დონეზე პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის არარსებობაზე, რა დროსაც უგულებელყოფილია საჯარო სამსახურის უპარტიობის ძირითადი პრინციპი. ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თვითმმართველობების ვებ-გვერდები აქტიურად აშუქებენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენის პარტიულ ღონისძიებებსა თუ ისეთ სააგიტაციო შეხვედრებს, სადაც ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებები უხვადაა გამოყენებული. ხშირ შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდებზე განთავსებულია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სურათები. ცალკეულ შემთხვევაში გამოქვეყნებულია საარჩევნო სუბიექტის ნომერი „5“-ის, საარჩევნო პროგრამის, კანდიდატის სახელისა და გვარის შემცველი საარჩევნო ბანერის ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში თვითმმართველობების ვებ-გვერდების მეშვეობით ხორციელდება მთავარი ოპოზიციური გაერთიანების საწინააღმდეგო აგიტაცია. ჩვენს მიერ ჯამში 14 თვითმმართველობის ვებ-გვერდი იქნა გამოვლენილი, სადაც განთავსებული მასალა ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობების ვებ-გვერდებზე მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას აქვს ადგილი და არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება.

2012-09-06 14:48 სრულად ნახვა

საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი

ამა წლის 27 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით. მედია-საშუალებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში ამა წლის 25 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა". აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ოტიაშვილი ადგილობრივ მაცხოვრებელს, გიორგი ბასილაშვილს 500 ლარით დაეხმარა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვება. კერძოდ: • icmm.ge-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში გიორგი ბასილაშვილი ადასტურებს ზურაბ ოტიაშვილის მიერ მისი დახმარების ფაქტს; • ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში თავად ზურაბ ოტიაშვილიც ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს: „გაჭირვებული იყო და ადამიანურად დავეხმარე. თქვენც რომ ნახოთ, თქვენც დაეხმარებით“; • ტელეკომპანია მაესტროს მიერ მომზადებულ სიუჟეტში გიორგი ბასილაშვილი და მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ზურაბ ოტიაშვილის მხრიდან ამომრჩევლის დახმარების ფაქტს. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ ბასილაშვილს თანხა კონცერტის წამყვანმა გადასცა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ის ზურაბ ოტიაშვილისგან იყო.

2012-09-04 10:39 სრულად ნახვა

არჩევნების პორტალზე 301 ინციდენტი ფიქსირდება

არჩევნების პორტალზე (www.electionsportal.ge) დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდის ინციდენტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეს-კონფერენციაზე, 2012 წლის 4 სექტემბერს მიმოიხილეს. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ საქართველოს მასშტაბით რომელ რეგიონებში ფიქსირდება ყველაზე დიდი რაოდენობით დარღვევები, ასევე თუ რა კატეგორიის დარღვევები ჭარბობს დღეის მდგომარეობით. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალზე უკვე 301 ინციდენტის შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული, მათ შორის ყველაზე მეტია ზეწოლის ფაქტები - სულ 198 ინციდენტი; ასევე, პორტალზე აღრიცხულია ამომრჩევლის მოსყიდვის 46, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 61 და სხვა სახის დარღვევების 16 შემთხვევა.რეგიონების მიხედვით ინციდენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში ფიქსირდება (62 ფაქტი), ასევე დიდი რაოდენობის დარღვევებია იმერეთში (49), შიდა ქართლში (44), გურიასა (29) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (27) რეგიონებში.

2012-09-04 09:42 სრულად ნახვა

განცხადება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი მედია გარემოს შესახებ

  მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ გაავრცელა განცხადება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი მედია გარემოს შესახებ, ამ განცხადებას მხარს უჭერს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.  

2012-08-30 14:48 სრულად ნახვა

ELECTIONPORTAL.GE - არჩევნების პორტალს არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატა

თბილისი - ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), ჯამპსტარტ ჯორჯიამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა ინიციატივითაც შეიქმნა არჩევნების პორტალი, - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - გასული არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემები წარადგინეს ვებ-გვერდზე http://data.electionportal.ge. ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული არჩევნების შედეგების ნახვა სხვადასხვა ინდიკატორით, როგორიც არის: აქტივობა, არჩევნების შედეგები, ცალკეული პარტიის შედეგები და სხვა. ვებ გვერდზე მონაცემები წარმოდგენილია რუკების სახით სხვადასხვა გეოგრაფიულ დონეზე, რომელიც მოიცავს რეგიონებს, საარჩევნო ოლქებსა და უბნებს. მონაცემთა ბაზას შესაძლოა ქონდეს მრავალმხრივი გამოყენება, როგორიც არის იმ ტერიტორიული ერთეულების იდენტიფიცირება, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია და სადაც ამომრჩეველთა მობილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს.  

2012-08-27 15:51 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 27 აგვისტოს ამბროლაურში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს ამბროლაურში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ამბროლაურში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 27 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

2012-08-27 07:13 სრულად ნახვა

საარჩევნო პროცესების გაშუქება - რეკომენდაციები მედიისათვის

შინაარსი 1. სამართლებრივი აქტები 2. წინასაარჩევნოდ მედიაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტები3. წინასაარჩევნოდ მედიის მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციები3.1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია3.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური4. წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაქვემდებარებული პირები5. მონიტორინგი6. გაშუქების პრინციპები6.1. არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად გაშუქება6.2. წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი და გამჭვირვალე გადანაწილება6.3. წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით გადაცემა7. კვალიფიციური სუბიექტი8. სოციალური რეკლამის გაშვების ვალდებულება9. გაზეთები10. საზოგადოებრივი აზრის კვლევა11. მონიტორინგის ჩატარების ხერხები და მეთოდები11.1. საერთო წესი11.2.მონიტორინგის სპეციალური წესი მაუწყებლებისთვის11.3. მონიტორინგის სპეციალური წესი გაზეთებისთვის12. დარღვევებზე რეაგირება და სანქციები12.1. თვითრეგულირების ორგანო12.2. სასამართლო12.3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია13. Must carry14. საარჩევნო აკრედიტაციის წესი-რეკომენდაციები მედიისათვის14.1. აკრედიტაციის წესი14.2. აკრედიტაციის განცხადება14.3. განცხადების შეტანის ვადა14.4. განცხადების რეგისტრაციის შედეგი14.5. აკრედიტაციაზე უარის თქმის გასაჩივრება14.6. დამკვირვებელი პირების რაოდენობა15. პრაქტიკული რეკომენდაცია

2012-08-23 15:27 სრულად ნახვა

საია მიესალმება ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას

2012 წლის 10 აგვისტოს ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის მიზნით საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარადგინა. სიაში არსებულ ხელმოწერათა გარკვეული ნაწილის ბათილად ცნობის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს ხარვეზის შესავსებად 2 დღიანი ვადა განუსაზღვრა. საინიციატივო ჯგუფმა მოთხოვნილი ხელმოწერები წარადგინა. იმავე დღეს, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინებით გიორგი გლუნჩაძის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტები კომისიიდან იქნა ამოღებული. ამა წლის 16 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაცია შეჩერებული იყო გაურკვეველი ვადით, კომისიიდან გლუნჩაძის კანდიდატის დასარეგისტრირებელად საჭირო დოკუმენტაციის დედანის ამოღების გამო.

2012-08-22 13:54 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ რუსთავში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 19 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

2012-08-17 10:22 სრულად ნახვა