სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება

2010 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია დეა, საია და „ადამიანის უფლებები და 21-ე საუკუნე“, ახორციელებს პროექტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. პროექტის ხანგრძლივობაა 15 თვე, საქმიანობები კი ხორციელდება თბილისსა და ზუგდიდში. პროექტი მიზნად ისახავს, შშმ პირთა ცხოვრების დონისა და მათი ინტეგრაციული პროცესების გაუმჯობესებას. ამ მიზნით კი სამთავრობო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას.

2012-11-20 22:00 სრულად ნახვა

საკუთრების უფლება

საკუთრების უფლების დაცვა არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც ჩვენ უკვე წლებია, რაც აქტიურად ვმუშაობთ.  ამ უფლების დარღვევის სიხშირე და მასშტაბურობა არაერთხელ გამხდარა უფლებადამცველი ორგანიზაციების წუხილის საგანი.

2012-11-20 21:56 სრულად ნახვა

28 სექტემბერი - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

28 სექტემბერს მსოფლიო ცოდნის უფლების, იგივე ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა ირღვეოდეს.

2012-11-20 21:52 სრულად ნახვა

10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა დღე

ზუსტად 60 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აღიარებს.

2012-11-20 21:51 სრულად ნახვა

26 ივნისი - საერთაშორისო დღე წამების წინააღმდეგ

1997 წლის 12 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეკომენდაციით 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს დღე წამების აღმოფხვრისა და 1987 წლის 26 ივნისს ამოქმედებული წამების საწინააღმდეგო კონვენციის ეფექტური მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით აღინიშნება.

2012-11-20 21:51 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სამართალწარმოება

მრავალი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სამართალწარმოება საიას სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა. ასოციაციამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო პრაქტიკის დამკვიდრებაში. ამჟამად საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულებას აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA).

2012-11-20 21:40 სრულად ნახვა

უფრო მეტად ინფორმირებული და ეფექტური პოლიტიკა მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით

დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და უსაფრთხო მსოფლიო 2009 წლიდან ერთობლივად  ახორციელებენ პროგრამას, რომლის მიზანია, დავეხმაროთ ფართო საზოგადოებას ოთხ სამიზნე რეგიონში (სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი), გააანალიზოს და დაგეგმოს მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ხელი შეუწყოს უფრო მეტად კონსტრუქციულ დისკუსიებს ფართო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. აღნიშნული პროექტის სხვადასხვა ფაზა დაფინანსებულ იქნა ნაწილობრივ ევროკავშირისა და ნაწილობრივ დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების ფონდის მიერ.

2012-11-20 21:37 სრულად ნახვა

კანონშემოქმედება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საწესდებო მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას საკანონმდებლო პროცესში მისი აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს. საია წლების მანძილზე უწყვეტად ახორციელებს კანონშემოქმედებითი პროცესის მონიტორინგს, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს პარლამენტში ინიცირებულ მნიშვნელოვან კანონპროექტებთან დაკავშირებით და წარადგენს ორგანიზაციის სამართლებრივ შეფასებებს, შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს საკომიტეტო მოსმენებისას. 

2012-11-20 21:32 სრულად ნახვა

იურიდიული განათლება

საიას იურიდიული განათლების პროგრამა იმდენივე წელს ითვლის რამდენასაც თვით ორგანიზაციის ისტორია.  90-იანი წლების დასაწყისში, როცა საია დაფუძნდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა ქვეყანაში საგანამანათლებლო სისტემა მოშლილი იყო. ახალგაზრდები  უმაღლესი  სასწავლების დამთავრების შემდეგ რჩებოდნენ „ფარატინა ქაღალდის“ - დიპლომის ამარა და პრაქტიკული მუშაობისათვის არ გააჩნდათ არავითარი უნარ-ჩვევები. ქვეყანა კი ამ დროს ინსტიტუციური რეფორმების პროცესში იყო გახვეული და დღითიდღე პრობლემური ხდებოდა კვალიფიციური იურისტების პოვნა.

2012-11-20 21:17 სრულად ნახვა