სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად

დღეს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აპირებენ დააკვირდნენ 5 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, ავრცელებს შემდეგ 10 წინაპირობას საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. 10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად

2007-11-11 20:00 სრულად ნახვა

7 ნოემბერს პარლამენტის წინ მშვიდობიან მომიტინგეთა დაშლა კონსტიტუციით განარტირებული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევას გმობს, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლების უხეშ დარღვევას! საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი აღიარებს ადამიანთა უფლებას წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეკრებისა და მანიფესტაციისთვის არ ითვალისწინებს ნებართვის აღების ვალდებულებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეკრება იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების ორგანიზატორებს ეკისრებათ ვალდებულება წინასწარ 5 დღით ადრე შეატყობინონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელსაც თავის მხრივ ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოფს შეკრების უსაფრთხოება.

2007-11-06 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 30 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს და მოუწოდებს ხელისუფლებას მათი დროული და ეფექტური შესრულებისაკენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის მიერ ა.წ. 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს საქართველოს მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით (http://www.ohchr.org/english/bodies/hrc/docs/CCPR.C.GEO.CO.3.CRP.1.pdf). გაეროს მოცემული კომიტეტი მოწოდებულია შეაფასოს _ რამდენად ეფექტურად ხდება გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა და უზრუნველყოფა. საია იზიარებს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის დადებით შეფასებას საქართველოს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებთან მიმართებაში. ამავე, დროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ადგილობრივი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ეთანხმება კომიტეტის მიერ იმ პრობლემების იდენტიფიცირებაში, რომელთა მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური და დროული რეაგირება უნდა მოახდინოს, მათ შორის:

2007-10-30 20:00 სრულად ნახვა

საია ეხმაურება ევროპის წამების კომიტეტის 25 ოქტომბრის ანგარიშს

"ის ფაქტი, რომ საქართველო ციხეში კეტავს ამდენ მოქალაქეს არ შეიძლება დამაჯერებლად აიხსნას დანაშაულის მაღალი რიცხვით, "ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა" და სამართალსამცავი ორგანოები, პროკურატურა და მართლმსაჯულება, უნდა იყოს, ნაწილობრივ, ამის მიზეზი..." "ამ ანგარიშში განხილული თავისუფლების აღკვეთის პირობები, რომელშიც იმყოფება მე-5 საპყრობილეში მყოფ პატიმართა დიდი ნაწილი წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და არის ცივილიზებული საზოგადოების შეურაცხყოფა..." ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში, 25 ოქტომბერი, 32-ე და 44-ე პარაგრაფები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება 2007 წლის 25 ოქტომბერს ევროპის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს  საქართველოში მიმდინარე წლის 21 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით განხორციელებული ვიზიტების შესახებ.

2007-10-24 20:00 სრულად ნახვა

შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებთან

19-21 ოქტომბერს საიას იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ეგიდით ორგანიზება გაუკეთდა აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრას.  შეხვედრას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის მრავალპროფილიანი  მცირე აკადემიის,  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის, საქართველოს უნივერსიტეტის, საერო ინსტიტუტი “რვალი”-ს, საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხის ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2007-10-22 20:00 სრულად ნახვა

უთხარი არა სიღარიბეს!!!

17 ოქტომბერს, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კოალიციამ “მომავალი სიღარიბის გარეშე” (Oxfam-საქართველოს წარმომადგენლობის დაფინანსებით) ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოაწყო აქცია-კონცერტი სახელწოდებით – “უთხარი არა სიღარიბეს!” კონცერტში მონაწილეობდნენ:33ა;ბაკურ ბურდული;ზუმბა;სალომე კორკოტაშვილი;პანჩო;ფრანი. მუსიკოსები საკუთარ სიმღერებში ფრაზებად აჟღერებდნენ რეალურ სამწუხარო სტატისტიკას, რომელიც ამბობს, რომ:სიღარიბის გამო ყოველ დღე მსოფლიოში 58 ათასი ადამიანი იღუპება...ყოველ სამ წამში ერთი ბავშვი კვდება...საქართველოში ყოველი მეოცე ბავშვი ვერ აღწევს 5 წლის ასაკს...მსოფლიოში 100 მილიონ ბავშვზე მეტი ვერ დადის სკოლაში სიღარიბის გამო...ჩვენს გარშემო ყოველი მეოთხე ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს...ყოველი მეორე ავადმყოფი ვერ იხდის მკურნალობის ხარჯებს...ყოველდღიურად იზრდება უსახლკარო ბავშვთა რაოდენობა... ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს რეალობა, რადგან როგორც ნელსონ მანდელამ თქვა “სიღარიბე ადამიანის მიერ არის შექმნილი და მისი დაძლევა და საბოლოო აღმოიფხვრა შესაძლებელია ადამიანების მიერ!” 2000 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიოს განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების ლიდერები შეკრიბა. შემუშავდა გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია. 2000 წლის სექტემბრის გაეროს ათასწლეულის სამიტზე შეკრებილი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას რომლითაც მათ აიღეს ვალდებულება, რომ 2015 წლამდე საკუთარ ქვეყნებში ღარიბ ადამიანთა რაოდენობას გაანახევრებდნენ.მათ შორის იყო საქართველოც. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ 2015 წლამდე აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება! შუა კონცერტის დროს მუსიკოსები და 3000-მდე სტუმარი ფეხზე ადგა და ყველამ ერთად “არა” უთხრა სიღარიბეს. ამასთან, ნიაზ დიასამიძემ დაწერა სიმღერა, რომელსაც სწორედ ჩვენი კოალიციის სახელი ჰქვია. მუსიკალურ კომპოზიციას ზემოაღნიშნული მუსიკოსები ასრულებენ. ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში, 14 ოქტომბერს, გადაცემაში კურიერი-P.S. ხოლო 17 ოქტომბერს, კლიპი იხილა დაახლოებით 44 ათასმა მაყურებელმა. ფეხბურთში, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიელებს დაუპირისპირდა (და გაიმარჯვა ანგარიშით 2:0). კონცერტზე მოსულ საზოგადოებას დაურიგდა თეთრი სამაჯურები, მაისურები და კეპები, რომლებზეც კოალიციის ლოგოა გამოსახული წარწერით “მომავალი სიღარიბის გარეშე”. გადმოწერეთ!33ა & მეგობრები - "მომავალი სიღარიბის გარეშე"

2007-10-21 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების წარმატებული საქმეები – აგვისტო-სექტემბერი

1. ფეხმძიმე ქალმა აჭარის ა.რ. მთავრობას პროცესი მოუგო საიას აჭარის ფილიალმა დაიწყო მოქალაქე ნ.კ.-ს ინტერესების დაცვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.2004 წლის 2 სექტემბრიდან  ნ.კ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღებისა და მოქალაქეთა წერილებზე მუშაობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. 2007 წლის 18 იანვარს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის “I” პუნქტის თანახმად გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მიიჩნია რა, რომ გათავისუფლება არ შეეხებოდა, ამ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია, ვინაიდან ამ პერიოდისათვის იგი ორსულად გახლდათ. ნ.კ.-ს მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო სამსახურის ადმინისტრაციისათვის. მიუხედავად ამისა, მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება მაინც დაიწერა, რაც კანონის მოთხოვნის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ბრძანება გაფორმებულია 2007 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, თუმცა ის ჩაბარდა წლის 19 მარტს.ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 28 მაისს ჩაგვბარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით.  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა 1 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა განიხილა ერთპიროვნულად და სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2007 წლის 21 თებერვლის #20 ბრძანება ნ.კ.-ს სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.კ.-ს შრომითი მოწყობის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტს უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი სრული ოდენობით.

2007-10-18 20:00 სრულად ნახვა

საია მზადყოფნას გამოთქვამს ანტიკოროფციულ ჯგუფში მონაწილეობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნის შესახებ და მზადყოფნას გამოთქვამს _ ჩაერთოს ამ ჯგუფში. საიას თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით სპეციალური წერილი გაუგზავნა. მიმართვა პრეზიდენტს

2007-10-04 20:00 სრულად ნახვა

28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების დღეა

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე - 28 სექტემბერი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს 8 რეგიონში: თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, დუშეთში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნა. თბილისში, სასტუმრო თბილისი-მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე საქართველოში არსებულმა 60-ზე მეტმა მედია-ორგანიზაციასთან ერთად აღნიშნა.გაიმართა ფორუმი, სადაც ჟურნალისტებმა საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.შედგა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული მონაცემთა ბაზის "სამართლიანი თამაშის" www.gyla.ge/fairplay პრეზენტაცია.ფორუმის დასასრულს ხელი მოეწერა მიმართვას ევროპის საბჭოს მიმართ,  რომლითაც ხელმომწერები მიუთითებენ “ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ევროპული კონვენციის” პროექტის იმ ნაკლოვანებებზე, რომელთა მიღებისა და იმპლიმენტაციის შემთხვევაშიც, ინფორმაციის თავისუფლების მოქმედება, შესაძლებელია მრავალ ქვეყანაში შეიზღუდოს. ფორუმს ესწრებოდა ასევე ფორუმის მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციები: ეუთოს მისიის, ევროკომისიისა და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებმაც ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მრგვალი მაგიდები თემაზე - “ინფორმაციის თავისუფლება, პრობლემები და წარმატებები” ქუთაისში, გორსა და ოზურგეთში გაიმართა; სემინარს ინფორმაციის თავისუფლების საკითხების შესახებ დუშეთის ადგილობრივმა ოფისმა უმასპინძლა;  რუსთავში მოეწყო შეხვედრა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან;  თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თემაზე  - “როგორ მოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია”, საიას თელავის ოფისის წარმომადგენლები ესაუბრნენ.        სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული ცნობიერების ამაღლების მასალები (სანიშნეები, პოსტერები) კი, საქართველოს, თითქმის, ყველა რეგიონში დარიგდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უშუალო მონაწილე 190-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, ხელისუფლების წარმომადგენელი და სკოლის მოსწავლე გახდა.

2007-10-01 20:00 სრულად ნახვა

ჩაქვში იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა ჩატარდა

2007 წლის 22-23 სექტემბერს ჩაქვში იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა (ძირითადად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით). შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასწავლებლებს ერთმანეთისათვის გაეცნოთ: - იურიდიული ფაკულტეტის სტრუქტურა;- საბაკალავრო პროგრამები;- სასწავლო პროცესის მართვა;- სამაგისტრო პროგრამები;- დოქტორანტურა. პრეზენტაციები გააკეთეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ზუგდიდის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პრობლემატური საკითხები, რომელიც ეხებოდა როგორც საკანონმდებლო სფეროს, ასევე კონკრეტული უნივერსიტეტების სწავლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. ანალოგიური შეხვედრა გაიმართება ოქტომბრის თვეში აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით. შადაც მოწვეული იქნებიან დანარჩენი უმაღლესი სასწავლებლები.

2007-09-24 20:00 სრულად ნახვა