სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასათავრობო ორგანიზაციები 17 მაისის მოვლენებთან კავშირში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). 

2013-05-23 10:17 სრულად ნახვა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა დონორი ორგანიზაციების მიმართ

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილების პრეცენდენტი მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოს განვითარების პერსპექტივას. ის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის წინსვლისთვის, თუმცა - არა საკმარისი. ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აქტიური, ჯანსაღი და რაციონალური ურთიერთობის დამყარებას.

2013-05-23 10:11 სრულად ნახვა

საიამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელსიც უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდისა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.   შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, პროცედურები გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული. საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის  წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. 

2013-05-22 06:40 სრულად ნახვა

სახლის გარეშე

არავინ იცის ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ოჯახია საქართველოში თავშესაფრის გარეშე.  უსახლკარო ადამიანებმა განსაკუთრებული აქტიურობით სახელმწიფოს თავი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ  შეახსენეს. მათ ქ. თბილისში დაიკავეს არაერთი შენობა, გამართეს საპროტესტო აქციები, რითაც  ერთის მხრივ  საზოგადოებას დაანახეს საკითხის სიმწვავე,  ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს მოუწოდეს,  მიეღო ზომები მათი  საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.  არ შევეხები იმის განხილვას, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა მათი პროტესტი და გადავალ იმ საკითხზე, თუ რა პოლიტიკას გვთავაზობს სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად.  

2013-05-20 02:24 სრულად ნახვა

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის დამკვირვებელ ორგანიზაციათა პირველადი შეფასება

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც აქციის მონაწილეების მიმართ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.  სტრატეგია, რომელიც პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავა, კონტრდემონსტრანტების ოდენობის, მათი უკონტროლო ქცევისა და რისკების გათვალისწინებით არ იყო ადეკვატური და ეფექტური.  

2013-05-17 07:43 სრულად ნახვა

მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძველი და ახალი გამოწვევები“

2013 წლის 17 მაისს გაიმართა მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძველი და ახალი გამოწვევები“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში.

2013-05-17 07:20 სრულად ნახვა

ვაკანსია საპარლამენტო მდივნის სამსახურში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე, საპარლამენტო მდივნის სამსახურში. ძირითადი მოვალეობები:  

2013-05-16 14:26 სრულად ნახვა

17 მაისის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო), რომელიც ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ.    აღნიშნული დღე მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა და სტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ფორმას წარმოადგენს. საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ლგბტ პირების უფლებათა დარღვევის ფაქტები ხშირია და ამ პრობლემაზე სახელმწიფოს რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო. საქართველოს კანონმდებლობა და მისი იმპლემენტაციის პრაქტიკა რიგ შემთხვევებში ირიბად დისკრიმინაციულია ლგბტ პირების მიმართ და მათ ართმევს უმნიშვნელოვანესი უფლებებით, მათ შორის, ოჯახური და პირადი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაცვის, შრომითი უფლებების სრულყოფილი რეალიზების შესაძლებლობას. ლგბტ პირების უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების პროცესები არაეფექტურია. ასევე პრობლემურია სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 3 პრიმა მუხლის სათანადო გამოყენების საკითხი, რომელიც  სქესობრივი ორიენტაციისა და  გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს. სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკასთან ერთად, ლგბტ თემის იზოლაციასა და სტიგმატიზაციას არსებული სოციალური და კულტურული სტრუქტურები განაპირობებს, რომელიც ამ ჯგუფს ავადმყოფად, უცხოდ, მტრად განიხილავს. ეს მოცემულობა ლგბტ პირებს განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფად აქცევს, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას - განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები ლგბტ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათი სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობისათვის.

2013-05-16 07:09 სრულად ნახვა

აპრილის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით საჯარო სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებული მასწავლებელი  აღდგენილ იქნა სამუშაო ადგილას და აუნაზღაურდა სახელფასო განაცდური საიას თბილისის ოფისის ადვოკატი სასამართლოში წარმოადგენდა საქართველოს ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებული, დაწყებითი კლასების მასწავლებლის მ.ბ-ს ინტერესებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, საქმეში დადგინდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ, შრომითი ხელშეკრულების მოშლის წესის არასწორი სამართლებრივი განმარტების ფაქტი, რის გამოც, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.   თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და დადგინდა ჩვენი ბენეფიციარის სკოლიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ გააბათილა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება, მ.ბ.  აღადგინა სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და საჯარო სკოლას დააკისრა 2011 წლის 20 აგვისტოდან, 2013 წლის 30 აპრილამდე, განაცდურის სახით თვეში 294.80 ლარის გადახდა ჩვენი ბენეფიციარის სასარგებლოდ.  

2013-05-16 07:03 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრემიერ - მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება

უპირველეს ყოვლისა, გვსურს შევეხოთ პრემიერ - მინისტრის განცხადებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაპატიმრებულ თანამშრომელთა საქმეზე.  პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, გამართლდნენ არა მხოლოდ კირვალიძე, არამედ სხვა დაკავებულებიც. ,,თუმცა, ამაში ეჭვი მეპარება, რამეთუ პროცესებს ვაქცევ ყურადღებას და მეც გამაჩნია კითხვები. ბედნიერი ვიქნები თუ კირვალიძე გამართლდება, მაგრამ ეს გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს", - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა.

2013-05-14 06:54 სრულად ნახვა