საიას დახმარებით ირანის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვა მიიღო საიას თბილისის ოფისი იცავდა ირანის მოქალაქე ა.ს.-ს ინტერესებს. იგი 2013 წლის 9 აგვისტოს ჩაირიცხა სახელმწიფო კონსერვატორიაში და ამ საფუძვლით მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა 1 წლის ვადით.ვადის გასვლის შემდეგ, მან ნებართვისათვის კვლავ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განმცხადებლის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ.
2015-05-07 11:41 სრულად ნახვა2015 წლის 6 მაისს საიამ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონფერენცია გამართა „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში“. კონფერენციაზე მიმოიხილეს საქმეები, რომლებშიც საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
2015-05-06 15:00 სრულად ნახვაწარმოგიდგენთ, კოალიციის სამართლებრივ ანალიზს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც შეეხება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში, “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონსა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.
2015-05-05 12:13 სრულად ნახვა1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეა. შრომის უფლება, რომელიც ასევე მოიცავს უფლებას შრომის უსაფრთხო და სათანადო პირობებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლება და სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, ასევე საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებებით.
2015-05-01 16:07 სრულად ნახვაგვინდა, გამოვეხმაუროთ გადაცემაში "კვირის 20/30" ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მიმართ.
2015-04-28 11:55 სრულად ნახვა2014 წლის 13 დეკემბერს, შპს „RMG-Gold”-მა მედიაში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საყდრის-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიის მიერ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ცნობილი გახდა რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი ჰქონდა აფეთქების ფაქტს.
2015-04-24 11:00 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით უკანასკნელ დღეებში გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს, ვგმობთ საზოგადოებისადმი გამოხატულ აშკარა უპატივცემლობის ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ასევე შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ.
2015-04-23 17:08 სრულად ნახვავეხმაურებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ, 2015 წლის 8 აპრილს, წარმოდგენილ პროკურატურის რეფორმის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც შემოთავაზებულია რამდენიმე სიახლე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით. კონცეფციით დანიშვნის პროცესში შემოყვანილია საპროკურორო საბჭო, რომელიც ახდენს იუსტიციის მინისტრის მიერ ნომინირებული კანდიდატების განხილვას. საბჭოს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა წარედგინება მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, კანდიდატურის თაობაზე მსჯელობს პარლამენტი, რომელიც საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით იღებს.
2015-04-21 17:12 სრულად ნახვაუახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს.
2015-04-17 16:30 სრულად ნახვაკოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მომზადებას. კოდექსის შექმნა შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომელიც მის ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს დაამკვიდროს სპეციალური პოლიტიკა, პროცედურები, და ინსტიტუტები, მართლმსაჯულების სისტემასთან შემხებლობაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის.
2015-04-16 11:16 სრულად ნახვა