სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის

2017 წლის 1 აპრილს, ფაბრიკაში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამართა ღონისძიება #წიგნებისაქართველოდან, რომლის მიზანი იყო წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ შეგროვილი წიგნები გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

2017-04-04 14:33 სრულად ნახვა

კოალიციის შეფასებით მოქმედმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი უნდა შეაჩეროს

კოალიცია ეხმიანება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 84 ვაკანტურ თანამდებობაზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში უკვე მოხდა განაცხადების გადარჩევა და გასაუბრებაზე 105 კანდიდატის დაშვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

2017-04-04 14:10 სრულად ნახვა

საიამ მონაწილეობა მიიღო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში.

#საიამ მონაწილეობა მიიღო დისკუსია - შეხვედრაში, რომელიც 31 მარტს IRI-ს ორგანიზებით გაიმართა თემაზე - „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა.“ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე შეთანხმება

2017-04-03 21:03 სრულად ნახვა

"ეს შენ გეხება"

კამპანია „ეს შენ გეხება“ საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შესაძლებობას, ე.წ. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

2017-03-31 18:11 სრულად ნახვა

121 ორგანიზაციის მიმართვა სავარაუდოდ 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ

ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა - 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“

2017-03-31 11:48 სრულად ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობის საქმეები

2017 წლის 27 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა: „ოჯახში ძალადობა, ოჯახური დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა.“ ანგარიშში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, საუბარია მამაკაცის მიერ ქალის ცემის, ფეხმძიმე ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვის, სერიოზული ფსიქოლოგიური ძალადობის, მოკვლის მუქარისა და ოჯახის ფარგლებში ძალადობის განხორციელების სხვა შემთხვევებზე.

2017-03-27 12:36 სრულად ნახვა

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმა დაიწყოს

უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო განხილვის ხარისხმა, პროცედურულმა ხარვეზებმა და თითოეულ ეტაპზე გაჩენილმა კითხვებმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაქარწყლდა ის კითხვები, რაც საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე არსებობდა, რამაცკიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი. კოალიციას მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს ის სისტემური პრობლემები რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, რეალურად დაისახოს მიზნად სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა  და სასამართლოს ძირეული რეფორმა დაიწყოს.  

2017-03-24 12:08 სრულად ნახვა

ახალი დოკუმენტები ზვიად ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყების საჭიროებას ადასტურებს

საიამ, მოიპოვა დოკუმენტები რომელზე დაყრდნობითაც, 2017 წლის 20 თებერვალს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი, საიას კვლევაში მოყვანილი ფაქტების უსამართლობაზე საუბრობდა. მოპოვებული დოკუმენტიდან, ერთი სოფიო ქათამაძესა და შპს „ფროფერთი მენეჯენტს“ შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმებული მემორანდუმია, მეორე „ფროფერთი მენეჯმენტის“ 2015 წლის 29 ივნისის წერილი, ხოლო მესამე საქართველოს ბანკის მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს საჯარო რეესტრისათვის გაგზავნილი წერილი. გვსურს მოკლედ შევეხოთ თითოეულ დოკუმენტს.

2017-03-23 10:46 სრულად ნახვა

სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეებზე საიამ ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაციები წარადგინა

2017 წლის 8 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა წერილობითი არგუმენტაცია მის წარმოებაში არსებულ 3 საჩივარზე: ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, კალანდია საქართველოს წინააღმდეგ და შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეები შეეხება სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციით მომჩივანთა მსჯავრდებას ნარკოტიკული ან/და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისათვის 2010-2012 წლებში.

2017-03-21 16:56 სრულად ნახვა

28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება

დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, კვლევის - „28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება“ პრეზენტაცია გამართა. კვლევა, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ - ზვიად ნაზღაიძისათვის გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეული და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ მხარეს ეხება.

2017-03-20 15:13 სრულად ნახვა