სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია სასამართლოში განვითარებულ პროცესებს უარყოფითად აფასებს

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 11 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 64 მოსამართლე დანიშნა, მათგან 5 მოსამართლე (უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეები) დაინიშნა უვადოდ,

2017-05-16 12:17 სრულად ნახვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დასრულდა საიას ზუგდიდის ოფისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.  

2017-05-16 10:44 სრულად ნახვა

ლაშა თორდიას საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც შეაფერხებს გამოძიების მიუკერძოებლად და სრულყოფილად ჩატარებას

საია კიდევ ერთხელ ეხმიანება ლაშა თორდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიების არასწორ კვალიფიკაციას.  საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. 

2017-05-15 19:26 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დაზარალებულის განცხადებით თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განცხადებით საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

2017-05-14 14:03 სრულად ნახვა

საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა ვენეციის კომისიას

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ვენეციის კომისიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმართვას უგზავნის

2017-05-13 16:29 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ფორუმი-სასამართლო სისტემა: რეფორმები და პერსპექტივები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ორგანიზებით საჯარო ფორუმი გაიმართა, რომელიც სასამართლო სისტემის გამოწვევებსა და რეფორმებს ეხებოდა.

2017-05-11 19:23 სრულად ნახვა

საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე 2011 წლის 3 იანვრის ვეტერანთა აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა

2011 წლის 3 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საპროტესტო აქციის მონაწილე პირთა სახელით. 2017 წლის 4 მაისს  ევროპულმა სასამართლომ  ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა[1].  

2017-05-08 17:29 სრულად ნახვა

კამპანიას წიგნებისაქართველოდან ემიგრანტებისთვის საქართველოს პარლამენტი შეუერთდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კამპანიას #წიგნებისაქართველოდან ემიგრანტებისთვის ,  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი შეუერთდა. კამპანიის მიზანია წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საზოგადოებრივი მოღვაწეები, მწერლები, სპორტის მოღვაწეები, ბიზნესის წარმომადგენლები და ბევრი სხვა.

2017-05-08 14:30 სრულად ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა და წარადგინა დოკუმენტის ახალი პროექტი. იგეგმება საერთო-სახალხო განხილვები, საპარლამენტო დებატები და კენჭისყრა. კომისიამ შემოგვთავაზა ახალი საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. ამასთანავე, თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150- ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

2017-05-06 13:04 სრულად ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ორი მოსამართლის უვადოდ გამწესებას კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის საფუძველზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მოსამართლეების ლევან მურუსიძის და მაია სულხანიშვილის უვადოდ გამწესების საკითხს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე და შესაბამისი შეფასების გარეშე.

2017-05-05 12:49 სრულად ნახვა