სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„თბილისერვის ჯგუფმა“ 3,000,000 ლარის ღირებულების საახალწლო დეკორაციების შესყიდვა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვით არ უნდა განახორციელოს

ა.წ. 22 სექტემბერს, შპს „თბილისერვის ჯგუფმა“  წერილობითი თხოვნით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე. აღნიშნულის მიზეზად კი, კომპანიამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარება მიუთითა.

2017-09-25 16:53 სრულად ნახვა

სააარჩევნო დავების გადაწყვეტის ქართულ-ფრანგული პრაქტიკის გაზიარება

დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოსთან ერთად გამართა შეხვედრა თემაზე „ადმინისტრაციული მართლმსაჯულება და საარჩევნო დავების გადაწყვეტა“.

2017-09-22 17:56 სრულად ნახვა

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლს, რომელიც პოლიციას დაუმორჩილებლობის მოტივით მოქალაქის უკანონოდ და თვითნებურად დაკავების უფლებას აძლევს

2017 წლის 22 სექტემბერს საია სამოქალაქო აქტივისტების, ნატა ფერაძის და კონსტანტინე გურულის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

2017-09-22 13:27 სრულად ნახვა

საიას განცხადება „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის” მატჩში კახი კალაძის მონაწილეობის შესახებ

საიას განცხადება „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის” მატჩში კახი კალაძის მონაწილეობის შესახებ

2017-09-20 17:57 სრულად ნახვა

საიას პასუხი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

საია ეხმიანება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

2017-09-20 14:40 სრულად ნახვა

საინფორმაციო ბიულეტენი #2

საია წინასაარჩევნო პერიოდს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდება.  

2017-09-12 14:15 სრულად ნახვა

საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის შემუშავების პროცესის შესახებ

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ხელისუფლებას მიმართავს, დააჩქაროს  წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის შემუშავების პროცესი. ამასთან, პლატფორმას მიაჩნია, რომ პოლიტიკის შემუშავებამდე და დანერგვამდე, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რათა გადაიდგას ეფექტიანი ნაბიჯები ტრაგიკული შემთხვევების პრევენციისათვის.

2017-09-08 16:21 სრულად ნახვა

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება

ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიამ მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალი დაასახელა.

2017-09-08 16:16 სრულად ნახვა

ვაზიანის ე.წ. სამხედრო დასახლება - ცივილიზაციას მოწყვეტილები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს ვაზიანის ე.წ. ყოფილ  სამხედრო დასახლებაში მცხოვრები პირების პრობლემების შესწავლას. ამ ეტაპზე, გაცნობებთ, რომ საიას აქტიურობის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და თავდაცვის სამინიტროს შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებისა და კორპუსების ავარიული ნაწილების რეაბილიტაცია. 

2017-09-08 14:09 სრულად ნახვა

საია ეხმაურება საქართველოს მთავრობის დადგენილებას - 2017 წ. გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების[1] პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი.[2] გვსურს, გამოვეხმაუროთ ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია  და ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებები მმართველმა გუნდმა  წინასაარჩევნოდ, თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის გარეშე დაგეგმა,[3] რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მის დეცენტრალიზაციაზე.[4] [1]თელავის, გორის, მცხეთის, ახალციხის, ამბროლაურის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.   [2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3797704 [3] http://netgazeti.ge/news/201447/ [4] https://gyla.ge/ge/post/ngo-ebis-mimartva-saqartvelos-parlamentis-tsevrebs#sthash.eJg8Wv48.dpbs

2017-09-08 12:00 სრულად ნახვა