სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები შესაძლო კორუფციული გარიგებების დადების რისკებს შეიცავს

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.  საკანონმდებლო პაკეტი მორატორიუმის[i] მოქმედების პერიოდში - ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.

2017-09-07 12:13 სრულად ნახვა

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის პრობლემური საკითხები

2017 წლის 6 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ საზოგადოებას წარუდგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას.

2017-09-07 11:26 სრულად ნახვა

არჩევნები 2017: ხშირად დასმული კითხვები დამოუკიდებელი კანდიდატების შესახებ

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის კანდიდატის რეგისტრაცია  

2017-09-06 15:42 სრულად ნახვა

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში საქართველოდან პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა

საიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2017 წლის 5 სექტემბერს გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) ფემიციდის საქმე გაგზავნა.  საქმე ეხება სახელმწიფოს უმოქმედობას თავიდან აეცილებინა ფემიციდი (გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა) და დანაშაულის არასრულყოფილ გამოძიებას, რაც საქართველოში ქალთა დისკრიმინაციის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

2017-09-06 10:58 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას

1 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით

2017-09-06 10:56 სრულად ნახვა

საიას განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსზე

ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში შესაძლო არასათანადო ჩარევების და კომისიების მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირებით დაკომპლექტების განზრახვების შესახებ.[1]   [1] http://rustavi2.ge/ka/news/83523

2017-09-03 05:34 სრულად ნახვა

განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით

29 აგვისტოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით 2 ახალი კანდიდატი შეარჩია.

2017-08-31 17:48 სრულად ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2017 წლის 29 აგვისტოს საიას, შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2017-08-30 14:23 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციის მიერთანასწორობის მოძრაობის აქტივისტების ცემის ფაქტს ეხმაურებიან

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ბათუმში„თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ცემის,თვითნებური დაკავებისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობის ფაქტებზე და პროკურატურას მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ, 

2017-08-26 18:39 სრულად ნახვა

საინფორმაციო ბიულეტენი #1

ბიულეტენში ასახულია ის ფაქტები, მოვლენები და დარღვევები, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული გავლენა მოახდინონ საარჩევნო გარემოზე. მასში მოყვანილი სავარაუდო დარღვევებისა და ფაქტების შესახებ, ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით საიას დამატებით აქვს გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგებსაც, ასევე, გავაცნობთ საზოგადოებას. წინამდებარე საინფორმაციო ბიულეტენი (ივნისი - ივლისი 2017) მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში.

2017-08-25 11:32 სრულად ნახვა