სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არჩევნები 2017: საინფორმაციო ბიულეტენი #6

2017-10-20 17:17
Featured image

საია წინასაარჩევნო პერიოდს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდება.

მონიტორინგის მიზანს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, წარმოადგენს ხელი შეუწყოს:
ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების, სამართლიანი სასამართლოსა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და უზრუნველყოს ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. ასევე, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა, კერძოდ კი საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ტენდენციებზე და ყურადღების გამახვილება ხარვეზებზე, რომელიც თან ახლავს საარჩევნო პროცესებებს. საარჩევნო კანონმდებლობაში პრობლემების იდენტიფიცირება და არჩევნების დასრულების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება.

წინამდებარე საინფორმაციო ბიულეტენი #6 ასახავს:

- სავარაუდო ზეწოლისა და იძულების ფაქტებს თეთრიწყაროსა და ასპინძაში;

- სააგიტაციო ღინისძიებაში უკანონო მონაწილეობის დაკანონების რისკებს;

- საკრებულოს არალეგიტიმურ სხდომას და ა.შ.

საინფორმაციო ბიულეტენი #6-ის სრული ვერსია იხ. თანდართულ დოკუმენტში