სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საარჩევნო დავების განხილვის პირველად შედეგებს აქვეყნებს

საია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე საარჩევნო დავების განხილვის პირველად შედეგებს აქვეყნებს. გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, პირველ ტურზე, კენჭისყრის დღისა და შემდგომ პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილი საჩივრები ეხებოდა:

2017-11-10 13:27 სრულად ნახვა

საია მიიჩნევს, რომ ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას არაუფლებამოსილი ორგანო აწარმოებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება უნდა აწარმოოს არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ საქართველოს პროკურატურამ. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები.

2017-11-10 13:06 სრულად ნახვა

მოითხოვე ცვლილებები-საია ახალ პროექტს - „I-change პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების და განათლების კამპანიას“ იწყებს

პროექტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ახალი პეტიციების პორტალი - http://ichange.gov.ge, რომლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ წარადგინონ პეტიცია საქართველოს მთავრობის სახელზე და მოითხოვონ ცვლილებები.  

2017-11-08 11:23 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების პარლამენტში განხილვას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების პარლამენტში განხილვას ითხოვენ

2017-11-02 15:39 სრულად ნახვა

სადამკვირვებლო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, თიანეთის საოლქო და #20 საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებით დაინტერესდნენ

სადამკვირვებლო ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, თიანეთის საოლქო და  #20 საუბნო საარჩევნო  კომისიის ქმედებებით დაინტნერესდნენ

2017-11-02 14:31 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

2017 წლის 1 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო საია-ს საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც წარდგენილია დავით მალანიას სახელით.

2017-11-01 12:16 სრულად ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საია-ს საარჩევნო დავა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საია-ს საჩივარი, რომელიც საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ეხებოდა, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

2017-10-31 15:53 სრულად ნახვა

ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას და მისთვის დაზარალებულის სტატუსის გაუქმებას საია სასამართლოში ასაჩივრებს

ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე პროკურატურამ გამოძება შეწყვიტა და მას დაზარალებულის სტატუსი მოუხსნა.

2017-10-31 11:22 სრულად ნახვა

საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კიდევ ერთ მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია სამი პირის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

2017-10-26 11:01 სრულად ნახვა

საიას შეფასება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღესთან დაკავშირებით

კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. თუმცა, დაფიქსირდა რიგი დარღვევები, რომლებიც სცდებოდა პროცედურული ხასიათის პრობლემებს.

2017-10-22 14:39 სრულად ნახვა