GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
member image

ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი/თავმჯდომარის მოადგილე

თამარ ონიანი

ელ.ფოსტა

toniani@gyla.ge

რეგიონი

თბილისი

თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო, 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. თამარი 2021 წლიდან საიაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს, ხოლო, 2018 წელს მან საიაში მუშაობა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა 10-მდე სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავას, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა. 

 

თამარი ონიანი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. იგი არის 20-ზე მეტი სამართლებრივი კვლევის ხელმძღვანელი, იურიდიული სახელმძღვანელოების თანაავტორი,  სტატიების (მათ შორის, რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული) ავტორი და თანაავტორი, ბლოგებისა და op-ed-ების ავტორი.

 

თამარ ონიანი არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ტრენერი ადამიანის უფლებათა სამართალში. ექსპერტის რანგში თამარ ონიანს უთანამშრომლია / თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან როგორც ადგილობრივ, ისე, საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ევროპის საბჭოსთან, ტეტრა ტეკსა და ბალტიის ადამიანის უფლებათა საზოგადოებასთან.

 

იგი, ასევე, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, GIPA-სა და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კურსებზე. თამარს აქვს საერთაშორისო სამართლის მაგისტრისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხები (Summa Cum Laude). ამჟამად თამარი არის დოქტორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

თამარ ონიანი არის ჯონ სმიტის სასტიპენდიო პროგრამისა (2023-24 წწ.) და უფლებადამცველებისათვის სახაროვის  ევროკავშირის პროგრამის (2022 წ.) მონაწილე. სხვადასხვა დროს მოპოვებული სტიპენდიების ფარგლებში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო პროგრამებში ლივერპულის უნივერსიტეტში (ლივერპული, გაერთიანებული სამეფო), ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტსა (მიუნხენი, გერმანია) და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (ფრანკფურტი, გერმანია).

 

უკან დაბრუნება