GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
member image

იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ვერიკო ჯგერენაია

ელ.ფოსტა

vjgerenaia@gyla.ge

რეგიონი

თბილისი

ვერიკო ჯგერენაია 2023 წლის თებერვლიდან დღემდე იკავებს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანლის პოზიციას. ვერიკო არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სპეციალიზებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.

 

2019 წლის აგვისტოდან 2022 წლის პერიოდში ვერიკო გახლდათ საიას იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტ-კონსულტანტი, შემდგომ კი ადვოკატი.

 

2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე - იგი იყო საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატის თანაშემწე;

 

2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე - გაიარა სტაჟირება კერძო საადვოკატო ბიუროში;

 

2017 წლის ნოემბრიდან - 2018 წლის ივლისამდე - გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სასწავლო კურსი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით;

 

ვერიკო არის არაერთი საკონფერენციო ნაშრომისა და სტატიის ავტორი; აქვს ტრენერობის გამოცდილება;

 

ვერიკო ჯგერენაიას მინიჭებული აქვს კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2021 .) და სამართლის ბაკალავრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში (2019 .).

უკან დაბრუნება