GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
member image

სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი

ანა გეწაძე

ელ.ფოსტა

agetsadze@gyla.ge

რეგიონი

Tbilisi

ანა გეწაძე არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (2025 წლის ივლისიდან). იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წევრი (2024 წლიდან) და ფლობს საერთო სპეციალიზაციის ლიცენზიას, დამატებითი სპეციალიზაციებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა სამოქალაქო უფლებების სფეროებში.

საიაში საქმიანობის ფარგლებში ანა გეწაძე მუშაობს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ყოველდღიურად უწევს სამართლებრივ კონსულტაციებს მოქალაქეებს და ახორციელებს ადვოკატირებას საქმეებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების მხრიდან უფლებების დარღვევას. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებზე წარმომადგენლობას, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მუშაობას, სადაც მოქალაქეების მიმართ ხდება უკანონო ადმინისტრაციული ოქმების შედგენა, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა და სახელმწიფოს მხრიდან არაპროპორციული ჩარევა. აღნიშნულ საქმეებში იგი მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს სამართლებრივ წარმომადგენლობასა და ადვოკატირებას.

2023 წლის იანვრიდან 2025 წლის ივლისამდე ანა გეწაძე იკავებდა უფროსი იურისტის პოზიციას კერძო კომპანიაში, სადაც ხელმძღვანელობდა იურიდიულ გუნდს და ახორციელებდა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

2021 წლიდან 2023 წლის იანვრამდე იგი მუშაობდა უმცროს იურისტად შპს „ფინბიუროში“, სადაც უზრუნველყოფდა სრულ სამართალწარმოებას ფინანსურ სექტორში, მათ შორის წარმომადგენლობას საერთო სასამართლოებში, მედიაციასა და არბიტრაჟში.

2022 წლიდან ანა ეწევა კერძო საადვოკატო პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც გამოცდილება შეიძინა, როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, შრომით და ადმინისტრაციულ დავებს, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ საქმეებზე მუშაობას.

ანა გეწაძე ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს (2022) და სისხლის სამართლის მიმართულებით მაგისტრის ხარისხს (2024).

უკან დაბრუნება